Thumbnail

ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

იუთუბის არხზე სახელწოდებით Hazegrayart საინტერესო ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორი იქნებოდა კოსმოსური ხომალდების გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო.

გრაფიკული ვიდეო ოთხი სხვადასხვა მოდელის რაკეტის გაშვების პროცესს ასახავს. პირველი Saturn V გახლავთ, რომელსაც აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) 1967-1973 წლებში იყენებდა. ის "აპოლოს" პროგრამისთვის შეიქმნა, მოგვიანებით კი მისი საშუალებით დედამიწის ორბიტაზე პირველი ამერიკული კოსმოსური სადგური Skylab გაიყვანეს.

მრავალჯერადი გამოყენების Space Shuttle-ით NASA-ს 1981-2011 წლებში დედამიწის დაბალ ორბიტაზე თანამგზავრები გაჰყავდა. მისი საშუალებით გაუშვეს ასევე ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი და ააგეს საერთაშორისო კოსმოსური სადგური.

Space X-ის მიერ შექმნილ რაკეტას Falcon Heavy დედამიწის ორბიტაზე 64 ტონა ტვირთის გატანა კონკურენტებთან შედარებით ოთხჯერ იაფად შეუძლია. Saturn V-ის შემდეგ, ის ყველაზე მძლავრ რაკეტად ითვლება.

მეოთხე რაკეტაა Space Launch System, რომლის გაშვებაც 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მას NASA მთვარისა და მარსის მისიებისთვის გამოიყენებს. ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ, ის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტა გახდება. 

ვიდეოში რაკეტების გაშვებისას გამოყენებადი სხვადასხვა სახის საწვავია ნაჩვენები. წითელი - გაფილტრული ნავთია (RP-1), ნარინჯისფერი - თხევადი წყალბადი (LH2), ხოლო ლურჯი - თხევადი ჟანგბადი (LOx).

კომენტარები

ბოლო ამბები