Thumbnail

იაპონელი ფოტოგრაფის ვირუსული ვიდეო: ხალებიანი ირმები საკურას ქვეშ

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ფოტოგრაფმა კაზუკი იკედამ იაპონიაში მდებარე ქალაქ ნარას პარკში, საკურას აყვავილებული ხეების ქვეშ, ხალებიანი ირმების ვიდეო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა. 

იკედა პარკში ახალდაქორწინებული წყვილის გადასაღებად იმყოფებოდა, თუმცა მისი სესიის მთავარ გმირებად იქ მობინადრე  ხალებიანი ირმები იქცნენ. იაპონიის ერთ-ერთ უძველეს პარკში ისინი განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობენ. დამთვალიერებლები მათ გამოსაკვებად ბრინჯისგან დამზადებულ სპეციალურ კრეკერებს, სემბეის ყიდულობენ.

როდესაც მარტის დასაწყისში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კი სოციალური დისტანცირების დაცვა დაიწყეს, მშიერი ცხოველები საკვების მოსაძებნად ქალაქის ქუჩებშიც კი გამოვიდნენ. თუმცა, კარანტინის შემსუბუქების შემდეგ, ხალებიანი ირმები პარკს დაუბრუნდნენ. იაპონელმა ფოტოგრაფმა ისინი ვიდეოზე არაჩვეულებრივი პეიზაჟის ფონზე აღბეჭდა, ერთ-ერთი მათგანი კი მისი ხელიდან ჭამასაც არ მოერიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები