Thumbnail

ნახეთ: 12 ქვეყანა, სადაც COVID 19-ით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ COVID-19 მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიაზე გავრცელდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა, 300 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს 12 ქვეყანა, სადაც დაავადების შემთხვევები ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. წყნარ ოკეანეში მიმობნეულ კუნძულებზე მდებარე სახელმწიფოების გარდა, მათ რიცხვში თურქმენეთი და ჩრდილოეთ კორეაც შედის.

► ფოტოგალერეა: კორონავირუსის პანდემიის გამო დაცარიელებული ქალაქები

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ის ნულოვან სტატისტიკას ინფიცირებულებისა და კარანტინის წესების დამრღვევთა სიკვდილით დასჯა განაპირობებს. რაც შეეხება თურქმენეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა სიტყვა "კორონავირუსი" აკრძალა. მისი გამოყენების უფლება არ აქვს მედიასა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე დაწესებულებებს. ის იმ ბროშურებიდაც ამოიღეს, რომლებსაც ხელისუფლება სკოლებში, საავადმყოფოებსა თუ სხვადასხვა სამსახურებში აგზავნის.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც ამ დრომდე კორონავირუსის დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 

ნაურუ

მთელი ქვეყანა ერთ ფოტოში. ვატიკანისა და მონაკოს შემდეგ, წყნარ ოკეანეში მდებარე მარჯნის კუნძულზე განლაგებული ნაურუ მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა. 
ფოტო: Remi Chauvin

მიკრონეზია

ოკეანეთის კიდევ ერთი ქვეყნის, მიკრონეზიის ფედერაციული შტატების შემადგენლობაში შემავალ იფალიკის კუნძულზე ადგილობრივები თინუსზე თევზაობენ. 
ფოტო: Anders Ryman

სოლომონის კუნძულები

მოსწავლეები გუადალკანალის დაწყებით სკოლაში. სოლომონის კუნძულების მკვიდრ მოსახლეობაში ქერა თმა და ცისფერი თვალები საკმაოდ ხშირად გვხვდება. 
ფოტო: UNICEF

მარშალის კუნძულები

რადიაციული ნარჩენების სამარხი ატომური ბომბის აფეთქებისას წარმოქმნილ კრატერში. მარშალის კუნძულებზე აშშ-ის ბირთვული პოლიგონი იყო განლაგებული.
ფოტო: Steve Holloway

ვანუატუ

მარჯნის კუნძულ რაზე მცხოვრები ნი-ვანუატუელების დანარჩენ ქვეყანასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ტრანსპორტი კანოეა. 
ფოტო: Jimmy Nelson

სამოა

ცეცხლოვანი დანებით ცეკვა სამოელი მეომრების უძველესი რიტუალია. ქვეყანა ყოველწლიურ ჩემპიონატსაც მასპინძლობს, რომელიც მაისში ტარდება.   
ფოტო: Samoa Tourism

კირიბატი

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მარჯნის კუნძულებისგან შედგება, რომლებსაც კლიმატის ცვლილების გამო ჩაძირვა ემუქრება.
ფოტო: Eye Steel Film

თურქმენეთი

ცენტრალურ აზიაში მდებარე ქვეყნის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენული ცხენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.
ფოტო: AFP

პალაუ

ფილიპინების ზღვაში მდებარე პალაუს დემოკრატიული რესპუბლიკა 300-ზე მეტი კუნძულისგან შედგება, რომლებზეც 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. 
ფოტო: Howamo

ტონგა

ტონგას მორაგბეთა ნაკრები ტრადიციულ საბრძოლო ცეკვა სიპი ტაუს ასრულებს. ამ ქვეყნის გუნდმა საქართველოს წინააღმდეგ 7-ჯერ ითამაშა და 5 შეხვედრა წააგო. 
ფოტო: World Rugby

ტუვალუ

ტუვალუში პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ხვდებიან. წყნარ ოკეანეში მდებარე ამ სახელმწიფოს ოფიციალურ მეთაურად დიდი ბრიტანეთის მონარქი ითვლება. 
ფოტო: Arthur Edwards

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყნის დედაქალაქ ფხენიანში მდებარე საავადმყოფოს ინსპექტირებისას სიგარეტს ეწევა. 
ფოტო: AFP

კომენტარები

ბოლო ამბები