Thumbnail

ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე დიდი ანამორფული ილუზია

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

სამხრეთკორეულმა დიზაინერულმა კომპანიამ D'strict მსოფლიოში ყველაზე დიდი ანამორფული ილუზია შექმნა. უზარმაზარი აკვარიუმი, რომლის უხილავ კედლებსაც ტალღები ეხეთქება, ქვეყნის დედაქალაქ სეულის კანამგუს რაიონში მდებარე კეიპოპის მოედანზე, COEX-ის სავაჭრო ცენტრთანაა განლაგებული.

 

80 მეტრი სიგრძისა და 20 მეტრი სიმაღლის ეკრანზე, რომელიც შენობის ორ კედელს ფარავს, მკაფიო და რეალისტურ სამგანზომილებიან გამოსახულებას ვხედავთ. სამხრეთ კორეაში ეს ყველაზე დიდი სარეკლამო ბილბორდია.

2004 წელს შექმნილი კომპანიისთვის პროექტი სახელწოდებით "ტალღა" პირველი მსგავსი ინსტალაცია არ არის. ის გარე რეკლამაზე სპეციალიზდება და ციფრულ ფორმატში შექმნილ შთამბეჭდავ ვიზუალურ ნამუშევრებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საკვებ დაწესებულებებში, კლუბებსა და სტადიონებზე ანთავსებს.

კომენტარები

ბოლო ამბები