Thumbnail

ნახეთ: პინგვინები ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

აშშ-ში მდებარე ქალაქ კანზას-სიტის ზოოპარკის ბინადარი სამი პინგვინი ახლომდებარე ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმს ეწვია. ფრინველებმა იმპრესიონისტი მხატვრებისა და ბაროკოს ეპოქის ფერმწერთა ტილოები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და დაწესებულების დირექტორი სანიმუშო ყოფაქცევით გააოცეს.

"ამ ექსკურსიის დაგეგმვისას, ყველაზე მეტად პინგვინებისა და ხელოვნების ნიმუშების უსაფრთხოებაზე ვღელავდით. სწორედ ამის მიხედვით შევარჩიეთ დარბაზები, რომლებშიც ისინი შევუშვით. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, ფრინველები ჩვეულებრივი ვიზიტორების მსგავსად იქცეოდნენ. დიდი მუზეუმში გამოფენილი ექსპონატების დათვალიერებისას, ადამიანის ყურადღების საშუალო ხანგრძლივობა 8-10 წამია. პინგვინებიც ნახატებთან დაახლოებით ამ დროით ყოვნდებოდნენ", - აცხადებს მუზეუმის დირექტორი, ხულიან ზუგაზაგოიტია.

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

პინგვინები ხელოვნების მუზეუმის დარბაზებში

ფოტო: The Nelson-Atkins Museum of Art

ზოოპარკის ბინადრებს ჩამოყალიბებული გემოვნება აღმოაჩნდათ. დაწესებულების თანამშრომელთა მოლოდინის საპირისპიროდ, კლოდ მონეს "წყლის შროშანებზე" მეტად, მათ კარავაჯოს ნამუშევრები მოეწონათ. ბაროკოს პერიოდის ფერწერისთვის დათმობილ საგამოფენო დარბაზში პინგვინებმა შედარებით დიდხანს დაჰყვეს. ზუგაზაგოიტიას აზრით, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, სითბო და წითლად შეღებილი კედლები იყო. თუმცა, შესაძლოა, ფრინველებმა მოქმედებით დატვირთულ მხატვრულ ტილოებზე ადამიანები ამოიცნეს და ამიტომაც ინტერესით აკვირდებოდნენ.

ნახეთ: პანდემიის გამო დაკეტილ აკვარიუმში პინგვინები სასეირნოდ გაუშვეს

კორონავირუსის პანდემიის გამო დამთვალიერებლებისთვის დაკეტილ ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმში პინგვინების ვიზიტის იდეა 1 აპრილს გაჩნდა. თუმცა, ის რაც ამ დაწესებულების დირექტორმა კანზას-სიტის ზოოპარკის ხელმძღვანელობას ხუმრობით შესთავაზა, მალე რეალობად იქცა. მუზეუმმა პინგვინების სტუმრობის კადრებიც გაავრცელა, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებში ვირუსული გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები