Thumbnail

დღის ფოტო: მილიონობით შავი ბურთი ლოს ანჯელესის წყალსაცავში

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე აივანჰოს წყალსაცავში ლოს ანჯელესის წყალმომარაგების დეპარტამენტმა მილიონობით შავი ბურთი ჩაყარა. პლასტმასის სფეროები წყლის მზის სხივებისგან დაჩრდილვით წყალმცენარეების ზრდას უშლის ხელს და მისი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ასეთი ბურთების თავდაპირველი დანიშნულება სამრეწველო საქმიანობით დაბინძურებული წყლის ზედაპირზე ფრინველების დასხდომისთვის ხელის შეშლა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მათი გამოყენება სასმელი წყლის სისუფთავის დასაცავად დაიწყეს. ლოს ანჯელესის წყალსაცავში ამ მეთოდს 2008 წლიდან მიმართავენ.

აივანჰოს წყალსაცავში მილიონობით შავი ბურთი ჩაყარეს

ფოტო: National Geographic
გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები