Thumbnail

დღის ფოტო: მარილის უძველესი მაღარო პოლონეთში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთ პოლონეთში მდებარე ველიჩკას მარილის მაღარო ამ მინერალის მოპოვების ერთ-ერთი უძველესი ადგილია. მან ფუნქციონირება ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში დაიწყო, 1978 წელს კი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ქვეყნის ისტორიული ძეგლი კულტურულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.

327 მეტრამდე სიღრმის მაღაროში დამთვალიერებელს თვალწარმტაცი სანახაობა ელის. 287 კილომეტრზე გადაჭიმულ დერეფნებს მნახველები უზარმაზარ დარბაზებსა და სამლოცველოებში მიჰყავს, სადაც მარილის ქანდაკებები და ჭაღები, მიწისქვეშა ტბები, კედლებზე ამოკვეთილი გამოსახულებები, დიორამები და სხვა საგანმანათლებლო თუ ესთეტიკური მნიშვნელობის ობიექტებია წარმოდგენილი.

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

დაახლოებით 100 მეტრის სიღრმეზე პოლონეთის მფარველ წმინდანად მიჩნეული კუნიგუნდა უნგრელის სახელობის სამლოცველო მდებარეობს, რომელიც რელიგიური გამოსახულებებითა და მარილის ჭაღებითაა დამშვენებული.
ფოტო: Reuters

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

მთავარ კიბეს დიდ დარბაზში ჩავყავართ, რომლის ერთ ბოლოშიც სამლოცველოს საკურთხეველია განთავსებული.
ფოტო: Agsaz

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკა "საიდუმლო სერობა" მარილის კედელზეა ამოკვეთილი.
ფოტო: Kacper Pempel

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

ველიჩკას მაღაროს მარილის ჭაღის დეტალები.
ფოტო: Rjurate

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

მარილის ქანდაკებები საბადოს სასწაულებრივად გაჩენის ამბავს ასახავს. ლეგენდის თანახმად, კუნიგუნდამ პოლონეთის მეფე ბოლესლავ V-ზე გათხოვებისას მზითევად უხვი ქვა-მარილი ისურვა და საქმროს ნაჩუქარი ბეჭედი უნგრეთის ერთ-ერთ მაღაროში ჩააგდო. პოლონეთში ჩასულს კი სამშობლოდან წამოყოლილმა მეშახტეებმა ველიჩკას ტერიტორიაზე მოპოვებული მარილის ლოდი მიართვეს, რომლის შიგნითაც გადაგდებული საქორწინო ბეჭედი აღმოჩნდა.
ფოტო: Getty Images

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

მარილში ამოკვეთილი წმინდა ანტონის სახელობის სამლოცველო, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება.
ფოტო: Kacper Pempel

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

ველიჩკას მაღაროში მდებარე მიწისქვეშა მლაშე ტბა.
ფოტო: Gsaz

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

ვეზელის ტბა, რომლის ნაკადმაც 1993 წელს მაღაროს ყველაზე ღრმა ნაწილი წყლით დაფარა.
ფოტო: Getty Images

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

ეს დიორამა მლაშე წყლიდან მარილის მოპოვების ტექნოლოგიას ასახავს.
ფოტო: Kacper Pempel

უძველესი მარილის მაღარო პოლონეთში

კუნიგუნდა უნგრელის სახელობის სამლოცველოში წარმოდგენილი ქრისტეს დაბადების სცენა. მოქანდაკემ ჩვილი იესოს ფიგურა მოყვითალო ფერის მარილის ლოდისგან გამოკვეთა. 
ფოტო: Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები