Thumbnail

ნახეთ: სოციალური მედიის ვარსკვლავმა თავისი დაუმუშავებელი ფოტოები გამოაქვეყნა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნებამდე საკუთარი ფოტოების კორექტირებას მიმართავს. ეს სიახლე არ არის და უმრავლესობა ამ ფაქტს აღიარებს კიდეც. თუმცა, ორიგინალურ სურათსა და მის ფოტორედაქტორით დამუშავებულ ვერსიას შორის განსხვავება ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ მათი შედარება შეიძლება, შოკისმომგვრელიც კი აღმოჩნდეს.

სოციალური მედიის ჩინელმა ვარსკვლავმა @Coeyyyy, რომელიც RED-ის სახელით ცნობილ ადგილობრივ პლატფორმაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს, მეგობართან ერთად გადაღებული დაუმუშავებელი და დამუშავებული ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის სხვაობა იმდენად თვალშისაცემია, რომ გამომწერები დღემდე კამათობენ, ნამდვილად მათი ფავორიტია გამოსახული სურათებზე, თუ ვინმემ უბრალოდ მისი მიბაძვა სცადა. 

ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ინფლუენსერ გოგონას შესწორებები საკუთარი გარეგნობის თითქმის ყველა დეტალში შეაქვს. თუმცა, რომელ პროგრამას იყენებს ის ასეთი შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

სოციალური მედიის ვარსკვლავმა თავისი დაუმუშავებელი ფოტოსურათები გამოაქვეყნა

კომენტარები

ბოლო ამბები