Thumbnail

ჩინეთი უცხოპლანეტელების აღმოჩენას გიგანტური რადიოტელესკოპით შეეცდება

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ჩინელი მეცნიერები არამიწიერი ცივილიზაციების ძიების ახალ ეტაპს აანონსებენ. ამ ქვეყნის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ერთთეფშიანი რადიოტელესკოპის ჩართვა იგეგმება, რომელიც კოსმოსიდან მომავალი სწრაფი რადიოსიგნალების დაჭერასა და გაშიფვრაზე მუშაობას 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

NASA მთვარის კრატერში გიგანტური რადიოტელესკოპის აგებას გეგმავს

500-მეტრიანი აპერტურის მქონე სფერული რადიოტელესკოპი FAST სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე გუიჯოუს პროვინციაშია განლაგებული. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდა. სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებისას ასზე მეტი პულსარის აღმოჩენის შემდეგ, გიგანტური მოწყობილობა ოფიციალურად მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედდა. თუმცა, მოცემული დროისთვის ის გარკვეულ განახლებებს გადის, რომელთა მიზანი კოსმოსიდან რადიოსიგნალების მიღებისას არსებული ხარვეზების შემცირებაა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი FAST

მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი FAST

შორეული გალაქტიკიდან მომავალ რადიოსიგნალებში მეცნიერებმა კანონზომიერება შენიშნეს

ღრმა კოსმოსიდან მომავალი სწრაფი რადიოსიგნალები მეცნიერებმა პირველად 2007 წელს დააფიქსირეს. დღემდე მათი მიღების ასამდე შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან უმეტესობა ერთჯერადი იყო. როგორც წესი, ისინი სულ რამდენიმე მილიწამის, ზოგჯერ კი უფრო მცირე დროის განმავლობაში გრძელდება და იმდენ ენერგიას ასხივებს, რამდენსაც ჩვენი მზე თითქმის საუკუნის განმავლობაში. არაერთი ვარაუდის მიუხედავად, ასტროფიზიკოსებისთვის სწრაფი რადიოსიგნალების წარმომავლობა ჯერჯერობით ამოუხსნელ ფენომენად რჩება, თუმცა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი არამიწიერი ცივილიზაციებისგან არ უნდა მოდიოდეს და მათი წყარო ნეიტრონული ვარსკვლავია

კომენტარები

ბოლო ამბები