Thumbnail

ნიუ იორკში გერმანულ ნაგაზს კორონავირუსი დაუდასტურდა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ნიუ იორკის შტატში ერთ-ერთ ოჯახში მცხოვრები გერმანული ნაგაზი პირველი ძაღლია, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა. შინაურ ცხოველს ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც რესპირატორული დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა.

"ვფიქრობთ, რომ ძაღლი დამატებითი გართულებების გარეშე გამოჯანმრთელდება. მის ერთ-ერთ პატრონს COVID-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა, მეორეს კი დაავადების სიმპტომები აღენიშნება", - ვკითხულობთ ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან არსებული ვეტერინარული ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

COVID-19-ით დაავადებულთა გამოსავლენად ძაღლებს წვრთნიან

ამ ოჯახში მეორე ძაღლიც ცხოვრობს, რომელსაც კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები აღმოაჩნდა. ეს, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ შინაურ ცხოველს COVID-19 გადატანილი აქვს.

COVID_19-ის დიაგნოზი უკვე მეორე გერმანული ნაგაზს დაუდასტურდა. პირველი შემთხვევა ქალაქ ჰონგ კონგში დაფიქსირდა. 

საყურადღებოა, რომ ადამიანებისგან განსხვავებით, ცხოველებში COVID-19-ის მასიური გავრცელება არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე ასეთი შემთხვევაა ცნობილი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსი ნიუ იორკში ორ კატას დაუდასტურდა. ამავე ქალაქში მდებარე ბრონქსის ზოოპარკმა კი საზოგადოებას 4 ვეფხვისა და 3 ლომის ინფიცირების შესახებ აცნობა. რაც შეეხება ძაღლებს, COVID-19-თ დაავადების ორი შემთხვევა ჰონგ კონგში გამოვლინდა, სადაც შინაურ ცხოველებს კორონავირუსი, სავარაუდოდ, პატრონებისგან გადაედოთ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ხაზგასმით აცხადებენ, რომ შინაური ცხოველები ადამიანებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. უფრო მეტიც, იმის რისკი უფრო დიდია, რომ ოთხფეხა მეგობრებს ვირუსი თავიანთ პატრონებთან კონტაქტის შედეგად გადაეცეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები