Thumbnail

ნახეთ: რუსული საჰაერო მოტოციკლი 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

სოციალურ ქსელებში არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელიც რუსული წარმოების საჰაერო მოტოციკლის Scorpion S3 ჩამოვარდნას ასახავს.

დუბაის პოლიციის მიერ საფრენი აპარატის გამოცდისას, პილოტმა მართვის კონტროლი დაკარგა. მოტოციკლი მიწის ზედაპირს დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან დაეცა, თუმცა, საბედნიეროდ, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

Scorpion S3-ის მწარმოებელმა კომპანიამ Hoversurf ვიდეო თავდაპირველად თავის იუთუბის არხზე ატვირთა, თუმცა მცირე ხანში მაყურებლებს მასზე წვდომა შეუზღუდა.

"უსაფრთხოების სისტემა გამართულად მუშაობდა, პილოტი არ დაშავებულა. სწორედ ასეთი შემთხვევების დამსახურებით, ჩვენი საფრენი მოტოციკლეტების დიზაინი უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება", - აცხადებდნენ ქალაქ მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის წარმომადგენლები ვიდეოს აღწერაში.

 

რუსულმა სტარტაპმა საჰაერო მოტოციკლი Scorpion S3 ფართო საზოგადოებას 2017 წელს წარუდგინა. 114 კილოგრამი წონის მქონე სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე 96 კმ/სთ-ია, ფრენისთვის უსაფრთხო სიმაღლე კი 5 მეტრს შეადგენს.

დუბაის პოლიციამ ქვეყნის უდიდეს ქალაქში პატრულირებისთვის ამ საფრენი აპარატების შესყიდვის სურვილი 2017 წლის ოქტომბერში გამოთქვა. გავრცელებული ვიდეოც, სავარაუდოდ, ამავე წელსაა გადაღებული.

კომენტარები

ბოლო ამბები