Thumbnail

ნახეთ: ასეთი წარმოედგინათ მომავალი 1900 წელს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

1900 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენა კაცობრიობის იმდროინდელი მიღწევების დემონსტრირებასა და ახალი, მე-20 საუკუნის შეხვედრას მიეძღვნა. საკუთარი ექსპოზიცია მასზე 35 ქვეყანამ წარმოადგინა. ღონისძიების ფარგლებში გერმანულმა შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიამ Hildebrands ახალი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო და საფოსტო ბარათების სერია გამოუშვა, რომელიც 2000 წელს ადამიანების ცხოვრებასა და ტექნოლოგიური პროგრესის სავარაუდო შედეგებს ასახავდა.

12 სხვადასხვა ვიზუალის მქონე საფოსტო ბარათი, რომლის ავტორებმაც ჩვენს პლანეტაზე ასი წლის შემდეგ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა იწინასწარმეტყველეს, ტკბილეულთან ერთად შეფუთვაში მოათავსეს და გაყიდვაში ჩაუშვეს. დღეს ამ პროგნოზების უმრავლესობა აბსურდული ან სახალისო მოგეჩვენებათ, თუმცა გამოსახულებებზე რამდენიმე მეტ-ნაკლებად სწორ ვარაუდსაც შეხვდებით. 

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

პერსონალური საფრენი აპარატები
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

მოძრავი ტროტუარები
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

სეირნობა ტბის ზედაპირზე საჰაერო ბუშტებისა და თხილამურების საშუალებით
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

ტურისტული წყალქვეშა ნავები
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

რენტგენის სათვალთვალო მოწყობილობა
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

პერსონალური საჰაერო ხომალდები
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

ტურიზმი ჩრდილოეთ პოლუსზე
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

მატარებლისა და გემის ჰიბრიდი
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

რელსებზე მოძრავი უბანი
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

თეატრალური წარმოდგენის პირდაპირი რეპორტაჟი
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

ამინდის მარეგულირებელი მოწყობილობა
ფოტო: Hildebrands/Public Domain

1900 წლის ფუტურისტული საფოსტო ბარათები

ქალაქის წვიმისგან დამცავი სახურავი 
ფოტო: Hildebrands/Public Domain

კომენტარები

ბოლო ამბები