Thumbnail

დღის ფოტო: ყალბი ამერიკული ავიამზიდი ირანის პორტში

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

დედამიწის ხელოვნურმა თანამგზავრმა ირანის ქალაქ ბენდერ-აბასის პორტში ყალბი ავიამზიდის სურათი გადაიღო. გემის მაკეტი ფორმით სპარსეთისა და ომანის ყურეებს შორის მდებარე, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტესთან განლაგებულ ამერიკულ ავიამზიდებს წააგავს. მისი სიგრძე 200, სიგანე კი 50 მეტრია. სავარაუდოდ, ირანი მას სამხედრო წვრთნებისთვის გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით ყალბი ავიამზიდი ქვეყანაში 2015 წელსაც ააგეს.

ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით, ტანკერების მეშვეობით, მსოფლიო ნავთობის მოწოდების 20 პროცენტი გადააქვთ. ირანი მასზე კონტროლის მოპოვებას უკვე ათწლეულებია ცდილობს, რაც საერთაშორისო სანაოსნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სრუტის დასაცავად და ტანკერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდები და სხვა საბრძოლო ხომალდები პატრულირებენ.

ყალბი ავიამზიდი ბენდერ-აბასის პორტში

ფოტო: Maxar Technologies

კომენტარები

ბოლო ამბები