Thumbnail

დღის ფოტო: გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარგო რეგეტის მიერ შექმნილი სერიის Remembering Wildlife ახალი გამოცემისთვის ჩატარებულ კონკურსში ავაზების 10 საუკეთესო სურათი გამოავლინეს. კადრები, რომლებზეც კენიაში, ნამიბიაში, ტანზანიასა და სამხრეთ აფრიკაში მობინადრე ცხოველებია აღბეჭდილი, სხვა ნამუშევრებთან ერთად მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. პროექტის ფარგლებში შეგროვებული თანხა კი კატისებრთა ოჯახის ამ წარმომადგენელთა გადარჩენას მოხმარდება.

ავაზა, რომელიც ასევე გეპარდის სახელითაა ცნობილი, ყველაზე სწრაფ ხმელეთის ცხოველად მიიჩნევა. ის, ძირითადად, აფრიკასა და ცენტრალურ ირანში მცირე, იზოლირებული პოპულაციების სახითაა შემორჩენილი. ველურ ბუნებაში მხოლოდ 7 ათასამდე ინდივიდი ბინადრობს, რის გამოც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ავაზა გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში შეიყვანა. მას საფრთხე ძირითადად ფერმერებისგან და მონადირეებისგან ემუქრება. ამის გარდა, ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გამო ავაზების გავრცელების არეალი ნელ-ნელა მცირდება, ცხოველებით უკანონო ვაჭრობისას კი ბევრი ბოკვერი იხოცება.

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Vicki Jauron

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Sue Morris

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Dee Roelofsz

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Fred Vogtf

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Ben Cranke

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Bob Keyser

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Bertus Venter

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Andy Howe

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Francesco Verones

გადაშენების პირას მყოფი ავაზები

ფოტო: Benoit Bussard

კომენტარები

ბოლო ამბები