Thumbnail

შვეიცარიაში ეძებენ მგზავრს, რომელსაც მატარებელში ოქროს ზოდები დარჩა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

შვეიცარიის პოლიცია ეძებს პიროვნებას, რომელსაც სამგზავრო მატარებელში 190 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები დარჩა. ნაპოვნი ძვირფასი ლითონის მასა ცნობილი არ არის, თუმცა დასახელებული თანხით თუ ვიმსჯელებთ, ის დაახლოებით 3,45 კილოგრამს უნდა იწონიდეს.

ოქროს ზოდები შვეიცარიის ფედერალური რკინიგზის მატარებლის ვაგონში იპოვეს, რომელიც ქალაქ ლუცერნში სანქტ-გალენიდან ჩავიდა. შემთხვევა 2019 წლის ოქტომბერში მოხდა, თუმცა მას შემდეგ მიმდინარე გამოძიება უშედეგო აღმოჩნდა და პროკურატურამ საქმის გასაჯაროება გადაწყვიტა, რათა გულმავიწყი მგზავრისთვის ხმა ასე მაინც მიეწვდინა.

შვეიცარიის  ფედერალური რკინიგზის მგზავრები მატარებლის ვაგონებში ყოველდღიურად 300-მდე ნივთს ტოვებენ.

ოქროს პატრონს 5 წელი აქვს იმისთვის, რომ გამოჩნდეს და კუთვნილი ზოდები ჩაიბაროს. ათვლა 2 ივნისს დაიწყო, თუმცა ამ დროის მონაცემებით, მატარებელში ნაპოვნი ძვირფასი ლითონის დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურისთვის ჯერ არავის მიუმართავს.

მამაკაცმა დაბადების დღეზე ცოლის ნაჩუქარი ბილეთით 350 ათასი დოლარი მოიგო

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ფედერალური რკინიგზის მგზავრები ვაგონებში ყოველდღიურად 300-მდე ნივთს ტოვებენ. ყველაზე ძვირფას ასეთ დაკარგულ ობიექტად 1727 წლით დათარიღებული სტრადივარის ვიოლინო მიიჩნევა, რომელიც მატარებელში 2012 წელს დარჩათ. მისი ღირებულება მაშინ 2.4 მილიონი ევრო იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები