Thumbnail

დღის ფოტო: "ჩახუტების გვირაბი" ხანდაზმულთა თავშესაფარში

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ბრაზილიის რიუ გრანდი დუ სულის შტატში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში Três Figueiras საკუთარი მაცხოვრებლების გასახალისებლად "ჩახუტების გვირაბი" გააკეთეს. დაწესებულების თანამშრომლებს ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მოხუცებს მოწყენილობა დაეტყოთ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ისინი 17 მარტიდან იზოლაციაში იმყოფებიან და ახლობლებთანაც კონტაქტი აქამდე მხოლოდ ვიდეოზარის საშუალებით ჰქონდათ.

თავშესაფრის ერთ-ერთ შესასვლელში ჩამოკიდებულ პოლიეთილენის სპეციალურ ფარდას ხელის 4 გასაყოფი აქვს, რაც იქაურ მაცხოვრებლებს ნათესავებთან უსაფრთხოდ ჩახუტების საშუალებას აძლევს. ვიზიტები წინასწარ იგეგმება, ტერიტორიაზე დაშვებამდე მნახველებს ტემპერატურას უზომავენ, თითოეული შეხვედრის შემდეგ კი "ჩახუტების გვირაბს'' დეზინფექციას უტარებენ.

"ჩახუტების გვირაბი" ხანდაზმულთა თავშესაფარში

ფოტო: Lucas Uebel

კომენტარები

ბოლო ამბები