Thumbnail

ნახეთ: დაცული ტერიტორიების ბინადარი ცხოველების სელფები

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

გარეული ცხოველების ეს შთამბეჭდავი სურათები ლონდონის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ (ZSL) სელფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ფოტოხაფანგებმა კადრები ბოლო 4 წლის განმავლობაში კენიაში მდებარე ველური ბუნების პარკებში დაფიქსირეს.

გინესის რეკორდის მფლობელი 10 ცხოველი

დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებულ კამერებს, რომლებიც ცხოველების მოძრაობაზე რეაგირებენ, უდიდესი წვლილი მიუძღვით გასულ წლებში გაკეთებულ მნიშვნელოვან აღმოჩენებში. თუმცა, იმის გამო, რომ მონაცემთა უზარმაზარ რაოდენობას მეცნიერები დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდებოდნენ, ლონდონის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ აპლიკაცია Instant Wild შექმნა, რომლის მომხმარებლებსაც ველურ ბუნებაში გადაღებულ ფოტოებსა და პირდაპირ ჩართვებზე აქვთ წვდომა. ისინი მკვლევრებს მასალის ანალიზში ეხმარებიან, იქნება ეს სახეობების ამოცნობა, მათი პოპულაციის რაოდენობის განსაზღვრა, თუ ბრაკონიერობის აღმოფხვრა.

"ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფოტოების, რომლებზეც აპლიკაციის მომხმარებლებმა ცხოველების იდენტიფიცირება შეძლეს. კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების დროს, იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ჩვენი პროგრამით სარგებლობს, 200 პროცენტით გაიზარდა. მოხარული ვართ, რომ ასეთ რთულ პერიოდში ადამიანების ბუნებასთან დაკავშირება შევძელით. მადლობას ვუხდით მათ ცხოველთა დაცვაში შეტანილი წვლილისთვის", - აცხადებს ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების წარმომადგენელი, ენტონი დენსერი გამოცემასთან IFLScience საუბარში

აპლიკაცია Instant Wild, რომელიც 2011 წელს ამოქმედდა, Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის საქართველოშიც ხელმისაწვდომია

დაცული ტერიტორიების ბინადარი ცხოველების სელფები

ფოტო: Lewa Wildlife Conservancy

ფოტო: Lolldaiga Hills

კომენტარები

ბოლო ამბები