Thumbnail

მამაკაცმა ლატარიაში უკვე მეორედ 4 მილიონი აშშ დოლარი მოიგო

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

აშშ-ის მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა მარკ კლარკმა სამ წელიწადში უკვე მეორედ ჯეკპოტი მოიგო. მომენტალური ლატარიის $150,000,000 Payout ბილეთი მან მონროს ოლქში მდებარე კარლტონის დასახლების ერთ-ერთ მარკეტში შეიძინა, მისი გადაფხეკის შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ 4 მილიონი აშშ დოლარის მფლობელი გახდა. 

"ბილეთი მაღაზიაშივე გადავფხიკე მონეტით, რომელიც მამაჩემმა დაახლოებით 10 წლის წინ მომცა. ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გასულ წელს გარდაიცვალა და ახლა თავიდან ვერ ვიშორებ ფიქრს, რომ მოგებაში, შესაძლოა, სწორედ მისი საჩუქარი დამეხმარა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მილიონს მოვიგებდი. ორჯერ მოგება კი საერთოდ საოცრებაა. ჩემი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ძალზე რთულია", - აცხადებს გამარჯვებული.

მარკ კლარკმა მიჩიგანის ლატარიაში 4 მილიონი აშშ დოლარი ორჯერ მოიგო. ფოტო: Michigan Lottery

მარკ კლარკი მიჩიგანის ლატარიის სათაო ოფისს მოგებული პრიზის გამოსატანად უკვე ეწვია. ყოველწლიურად თანხის გარკვეული ნაწილის მიღების ნაცვლად, მან 2.5 მილიონი აშშ დოლარის ერთიანად განაღდება არჩია.

► მამაკაცმა დაბადების დღეზე ცოლის ნაჩუქარი ბილეთით 350 ათასი დოლარი მოიგო

2017 წელს 4 მილიონი აშშ დოლარი კლარკმა ასევე მომენტალური ლატარიით Millionaire's Club მოიგო. ამის შემდეგ, მან სამსახური მიატოვა და თევზაობით დაკავდა. გამარჯვებულს ამჯერადაც მსგავსი გეგმა აქვს და ოჯახთან ერთად კარგი დროის გატარება სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები