Thumbnail

ნახეთ: როგორ მოჩანს მზის ჩასვლა სხვადასხვა პლანეტიდან

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევიეროვნულ სააგენტო (NASA) მეცნიერმა, ჯერონიმო ვილანუევამ შექმნა სიმულატორი, რომლის საშუალებითაც შეგიძლით ნახოთ, როგორია დაისი მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტაზე. 

გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის მკლევარის მიერ გავრცელებულ ანიმაციაში სხვადასხვა პლანეტის ზედაპირიდან კამერის ფართოკუთხოვანი ლინზით დანახული ცაა ნაჩვენები. სიმულაციაში დედამიწის, ვენერის, მარსის, ურანისა და სატურნის ყველაზე დიდი მთვარის, ტიტანის ხედებია წარმოდგენილი, მოძრავი თეთრი წერტილი კი მზის მდებარეობას აჩვენებს.

 

► ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, დედამიწის მსგავსი 6 მილიარდი პლანეტა არსებობდეს

იმის გამო, რომ ფოტონებს თითოეული ციური სხეულის ატმოსფეროში სხვადასხვა ტიპის მოლეკულებში უხდებათ გავლა, პლანეტებზე დაისის ფერი ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითისთვის, დედამიწაზე ჰაერის მოლეკულები ლურჯ სხივებს წითელზე დაახლოებით ექვსჯერ სწრაფად ფანტავენ, რის გამოც ცა ცისფერია, მზე კი, რაც უფრო ახლოა ჰორიზონტთან, მით უფრო წითელი. რაც შეეხება ურანს, იქ მზის სინათლე პლანეტის ატმოსფეროში არსებულ წყალბადთან, ჰელიუმთან და მეთანთან ურთიერთქმედებს, რომლებიც მის გრძელტალღოვან (წითელ) ნაწილს შთანთქავენ, სპექტრის ლურჯი და მწვანე ნაწილის უფრო მოკლე ტალღებს კი ფანტავენ. შედეგად, დაისი ყინულის გიგანტზე ლურჯია.

 

► ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

ვილანუევამ სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებზე დაისების სიმულატორი კოლეგებთან ერთად ურანზე შესაძლო მისიისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ პროგრამაზე Planetary Spectrum Generator მუშაობისას შექმნა. მომავალში NASA ყინულის გიგანტზე კოსმოსური ზონდის გაგზავნას გეგმავს, რომელიც მისი ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლის. პროგრამა, რომელიც პლანეტების ზედაპირისა და ატმოსფეროს სინთეტიკური სპექტრის ელექტრომაგნიტური ტალღების ფართო დიაპაზონში მიღების შესაძლებლობას იძლევა, მეცნიერებს დაკვირვებათა შედეგების ინტერპრეტირებაში უნდა დაეხმაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები