Thumbnail

ნახეთ: NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოს (NASA) ასტრონავტები, კრისტოფერ კესიდი და რობერტ ბენკენი 26 ივნისს, თბილისის დროით 15:35 საათზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურიდან ღია კოსმოსში გავიდნენ. 

► SpaceX-მა ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში გაუშვა

ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე 1998 წლიდან მყოფი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ენერგოსისტემის განახლება ევალებათ. ისინი ძველ, ნიკელ-წყალბადის მრავალჯერადი დატენვის აკუმულატორებს ახალი, ლითიუმ-იონის ელემენტებით ჩაანაცვლებენ. სადგურის არსებობის ისტორიაში, ეს მისი ეკიპაჟის ღია კოსმოსში გასვლის 228-ე შემთხვევაა. მისიისთვის, რომელიც დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდება, თვალის მიდევნება პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისს კრისტოფერ კესიდი და რობერტ ბენკენი ღია კოსმოსში კიდევ ერთხელ გავლენ და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში დაწყებულ ენერგოსისტემების განახლების პროცესს დაასრულებენ.

კრისტოფერ კესიდი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ხელმძღვანელი გახლავთ, Crew Dragon-ის ეკიპაჟის წევრი, რობერტ ბენკენი კი ბორტინჟინერია. ორივე ასტრონავტი ძალზე გამოცდილია და ამ ტიპის დავალება არაერთხელ შეუსრულებია. მისიის ფარგლებში, მათ უზარმაზარი ელემენტების სათითაოდ გამოცვლა მოუწევთ. NASA-მ ამ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის ამსახველი ანიმაციაც გაავრცელა.

კომენტარები

ბოლო ამბები