Thumbnail

ქვიზი: მითია თუ სინამდვილე?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

მეხი ერთსა და იმავე ადგილს არასდროს ეცემა, კოსმოსში დრო დედამიწაზე უფრო სწრაფად გადის, ხარს წითელი ფერი აღიზიანებს, ნაბახუსევს ალკოჰოლის მიღება შველის, ხვლიკს მოწყვეტილი კუდის აღდგენა შეუძლია - ამ ყველასთვის კარგად ცნობილი ფრაზების ნაწილი სრული ჭეშმარიტებაა, ნაწილი კი არა.

► ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი სწორედ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით. ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ვერსიებს და გაიგეთ, რამდენად კარგად გამოგდით მითებისა და სინამდვილის ერთმანეთისგან გარჩევა.   

დიახ
არა
არასწორია!
სირაქლემა ერთ-ერთი უსწრაფესი ფრინველია. მას მოკლე მანძილებზე სირბილი საშუალოდ 70 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია, ამიტომ, როგორც წესი, მტაცებლებს იოლად უსხლტება. მაშინ კი, როცა გასაქცევი არ აქვს ან ენერგიის დაზოგვა სურს, მთელი ტანით მიწას ერთხმის და პოტენციურ საფრთხეს აკვირდება, თუმცა თავით მიწაში არასდროს ეფლობა.
სწორია!

მზის სინათლესა და მასში შემავალ ულტრაიისფერ სხივებს სხვადასხვა ბაქტერიისა თუ ვირუსის განადგურება ნამდვილად შეუძლია, თუმცა ეფექტი მომენტალურად არ მიიღწევა და ყველა მიკრობზე არ ვრცელდება, ამიტომ ამა თუ იმ ნივთის დეზინფიცირებისთვის დამატებით ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებაა საჭირო.

5G უსადენო კავშირგაბმულობის უახლესი ტექნოლოგიური სტანდარტია. მისი დანერგვა სიგნალის უფრო სტაბილურ და ხარისხიანს მიწოდებას უზრუნველყოფს, მობილური ინტერნეტის სიჩქარეს კი დაახლოებით ასჯერ გაზრდის. შეთქმულების თეორიების მიხედვით, ქსელის მუშაობისთვის საჭირო ანტენები ადამიანის ცნობიერების სამართავად გამოიყენება, კორონავირუსს ავრცელებს და ჯანმრთელობისთვის საზიანო რადიაციას ასხივებს, თუმცა ეს მოსაზრებები კვლევებით არ დასტურდება.

ძირს დავარდნისას საკვების დაბინძურების ხარისხი მის კონსისტენციასა და იატაკის ზედაპირის ტიპზეა დამოკიდებული. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ბაქტერიებს საჭმელში მოხვედრას წამის მეათედზე ნაკლები დრო სჭირდება.

ადამიანი სახის ჩამოყალიბება და შესაბამისად ყურებისა და ცხვირის ზრდა დაახლოებით 17-22 წლის ასაკში სრულდება, თუმცა დედამიწის გრავიტაციის გამო ისინი დაგრძელებას არასდროს წყვეტენ.

ზოგიერთი წყაროს თანხმად, ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ ორივე ქალაქის ქუჩები ტარაკნებით გაივსო. სწორედ ამ მითს ეყრდნობა მოსაზრება, რომ ეს მწერები ბირთვულ აპოკალიფსსაც კი გადაურჩებიან. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ადამიანთან შედარებით ტარაკნები რადიაციას ბევრად უკეთ უმკლავდებიან, თანამედროვე ბირთვული ქობინების აფეთქების სითბურ ტალღასა და რადიოაქტიურ გამოსხივებას ვერც ისინი გაუძლებენ.

იდეა სფერული დედამიწის შესახებ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში გაჩნდა. 1687 წელს კი ისააკ ნიუტონმა საკუთარ ნაშრომში “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“ ახსნა, რომ ჩვენი პლანეტა არა სფერო, არამედ ელიფსოიდია. დედამიწის ფორმის ზუსტად აღსაწერად თანამედროვე მეცნიერებაში ტერმინი გეოიდი გამოიყენება.

ცოცხალ ორგანიზმს, რომლის დაღუპვის ალბათობა მისი ასაკის მატებასთან ერთად არ იზრდება, ბიოლოგიურად უკვდავი ეწოდება. ამ არსებებს შორის ყველაზე შთამბეჭდავი “უკვდავი მედუზაა“. 5 მილიმეტრამდე ზომის წყლის ბინადარი სტრესულ პირობებში, მაგალითად სხეულის დაზიანების, შიმშილისა თუ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების დროს, სიცოცხლის ყველაზე ადრეულ ფაზას უბრუნდება და ზრდას თავიდან იწყებს. ამ ციკლის გამეორება მას თეორიულად უსასრულოდ შეუძლია.

ეს მითი 1920-იანი წლების დასაწყისიდან არსებობს, თუმცა სინადვილეში ყოველდღიური აქტივობების შესრულებასა და სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაში ტვინის ყველა უბანი მუდმივადაა ჩართული. ის ადამიანის მიერ დღის განმავლობაში დახარჯული მთელი ენერგიის თითქმის მეხუთედს მოიხმარს.

ბუნებრივი აირი ძირითადად ოთხი უსუნო ნივთიერების - მეთანის, ეთანის, პროპანისა და ბუტანის ნაზავს წარმოადგენს. გაზის მომწოდებელი კომპანიები მას უსიამოვნო სუნის მქონე დანამატს სპეციალურად ურევენ, რომ შესაძლო გაჟონვა იოლად აღმოსაჩენი იყოს.

ევოლუციის ყველაზე ცნობილი თეორია ინგლისელმა ნატურალისტმა, ჩარლზ დარვინმა ჩამოაყალიბა, ამიტომ მოსაზრება, რომ ჰომო საპიენსი მაიმუნის შთამომავალია ხშირად სწორედ მას მიეწერება. თუმცა, სინამდვილეში ადამიანის წინაპრად არა მაიმუნი, არამედ უძველესი პრიმატი მიიჩნევა.

დედამიწაზე სეზონების ცვლას მისი ღერძის დახრილობა განსაზღვრავს. როდესაც ჩვენი პლანეტის ერთი ნაწილი მზისკენაა მიმართული და მისგან სითბოს უხვად იღებს, მეორემდრ სხივების შედარებით მცირე რაოდენობა აღწევს. სწორედ ამიტომ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მოსვლასთან ერთად, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგება და პირიქით.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

შემდეგში შენს ინტუიციას უფრო მეტად ენდე და გაცილებით მეტ კითხვას გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კომენტარები

ბოლო ამბები