Thumbnail

ტაილანდში სასწავლო პროცესის აღსადგენად მკაცრი რეგულაციები შემოიღეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ტაილანდის სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენის წინ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადეებისა და სახის დამცავი ფარების ტარება, სხეულის ტემპერატურის მუდმივი კონტროლი და სოციალური დისტანციის დაცვა. სასწავლო დაწესებულებებში სახის ამომცნობი სისტემით აღჭურვილ თერმომეტრებს იყენებენ, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლეს სიცხე დაუფიქსირდება, მშობელს შეტყობინებას ავტომატურად უგზავნის.

► ჩინეთში სკოლის მოსწავლეები დისტანცირებისთვის სპეციალურ ქუდებს ატარებენ

ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკიდან დაახლოებით 50 კილომეტრის მანძილზე მდებარე სემ-ქოკის ოლქის ერთ-ერთი სკოლის 5 ათას მოსწავლეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე სახლში 15-დღიანი კარანტინის გავლამ მოუწია. დადგენილი ნორმების ზედმიწევნით დასაცავად იქ ძველი საარჩევნო კაბინებისგან ბარიერებიც კი დაამზადეს და მერხებზე განალაგეს. საკლასო ოთახში შესვლამდე მოსწავლეები ფეხზეც იხდიან, თუმცა ეს პანდემიას არ უკავშირდება. ტაილანდში დახურულ სივრცეში ფეხსაცმლის ტარება ისედაც მიუღებელია. 

ტაილანდის სკოლებში მკაცრი რეგულაციები შემოიღეს

ფოტო: Reuters

ტაილანდის სკოლებში მკაცრი რეგულაციები შემოიღეს

ფოტო: Reuters

ტაილანდის სკოლებში მკაცრი რეგულაციები შემოიღეს

ფოტო: Reuters

ტაილანდის სკოლებში მკაცრი რეგულაციები შემოიღეს

ფოტო: Reuters

ტაილანდის სკოლებში მკაცრი რეგულაციები შემოიღეს

ფოტო: Reuters

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით დაავადებულთა რაოდენობამ 10 მილიონს, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 500 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება ტაილანდს, კორონავირუსით იქ 3 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 58 კი დაიღუპა. 

კომენტარები

ბოლო ამბები