Thumbnail

NASA-ს ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ენერგოსისტემა განაახლეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ასტრონავტებმა, კრისტოფერ კესიდიმ და რობერტ ბენკენმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ენერგოსისტემის განახლება დაასრულეს. ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში დაწყებული პროცესი მიმდინარე წლის 1 ივლისს დასრულდა.

► ნახეთ: SpaceX-მა ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში გაუშვა

კრისტოფერ კესიდი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ხელმძღვანელი გახლავთ, რობერტ ბენკენი კი Crew Dragon-ის ეკიპაჟის წევრი და ბორტინჟინერია. ორივე ასტრონავტი ძალზე გამოცდილია. თითოეულს სადგურის გარეთ უკვე რვა მისია აქვს შესრულებული. კესიდიმ ღია კოსმოსში უკვე 43 საათი და 22 წუთი გაატარა, ბენკენმა კი იქ 49 საათი და 41 წუთი დაჰყო.

მისიის ფარგლებში ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე 1998 წლიდან მყოფი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ნიკელ-წყალბადის მრავალჯერადი დატენვის აკუმულატორების ახალი, ლითიუმ-იონის ელემენტებით ჩაანაცვლება ევალებოდათ, რომლებიც წინამორბედებზე ორჯერ უფრო მძლავრია. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის არსებობის ისტორიაში, ეს მისი ეკიპაჟის ღია კოსმოსში გასვლის 229-ე შემთხვევაა გახლდათ. მიმდინარე თვეში კი კიდევ ერთი მსგავსი მისიაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები