Thumbnail

ნახეთ: იტალიის ალპებში თოვლი წითლად შეიფერა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

იტალიის სამთო-სათხილამურო კურორტის დამსვენებლები უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, ალპებში მდებარე პრეზენას მყინვარზე თოვლი წითლად შეიფერა. ქვეყნის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერები თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ ამის მიზეზი წყალმცენარე Ancylonema nordenskioeldii იყო, რომელიც გრენლანდიის ტერიტორიაზე, ე.წ. "ბნელ ზონაში" გვხვდება, თუმცა უახლესი ვარაუდით, თოვლის შეფერვა სხვა ერთუჯრედიანმა ორგანიზმმა Chlamydomonas nivalis გამოიწვია.

"გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში დედამიწის შუა განედებსა და პოლუსებზე წყალმცენარეების გავრცელება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ყველაფერი, რაც ყინულს მუქ შეფერილობას აძლევს, მის დადნობას იწვევს", - აცხადებს იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს წევრი, ბიაჯო დი მაურო.

წითლად შეფერილი თოვლი იტალიის ალპებში

ფოტო: Miguel Medina

წითლად შეფერილი თოვლი იტალიის ალპებში

ფოტო: Miguel Medina

წითლად შეფერილი თოვლი იტალიის ალპებში

ფოტო: Miguel Medina

წითლად შეფერილი თოვლი იტალიის ალპებში

ფოტო: Miguel Medina

წითლად შეფერილი თოვლი იტალიის ალპებში

ფოტო: Miguel Medina

Chlamydomonas nivalis ცივ კლიმატს არის მიჩვეული, თუმცა მკაცრი ზამთრის განმავლობაში მიძინებულია და ყინულის გალღვობას ელოდება, დათბობისთანავე კი ყვავილობასა და გავრცელებას იწყებს. სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ის ჯერ მწვანეა, შემდეგ ნარინჯისფერი, ბოლოს კი წითელ შეფერილობას იღებს. წითელი პიგმენტი - კაროტინი მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. მისი საშუალებით წყალმცენარე მეტ სითბოს იზიდავს და ყინულის უფრო სწრაფად დნობასაც უწყობს ხელს. მეცნიერთა თქმით, მიკროსკოპულ ორგანიზმს თოვლის ალბედოს (ზედაპირიდან მზის სხივების არეკვლის უნარის) 13 პროცენტით შემცირება შეუძლია.

ნახეთ: ანტარქტიდაზე თოვლი მწვანედ შეიფერა

კლიმატის დათბობა მწვავე პრობლემაა, რომელიც მყინვარებს დადნობით ემუქრება, წყალმცენარეები კი ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. გამოცემაში Cryosphere გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერები 2050 წლისთვის ალპებში მდებარე 4 ათასამდე მყინვარზე ყინულის საფარის განახევრებას პროგნოზირებენ, 2100 წელს კი, ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ნახშირბადის გაფრქვევის გამო, იქ ყინულის ორი მესამედი გაქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები