Thumbnail

დღის ფოტო: კორონავირუსისადმი მიძღვნილი დრონების შოუ სეულში

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დრონების შოუ გაიმართა. 300 უპილოტო საფრენი აპარატით მდინარე ჰანის თავზე შექმნილი გამოსახულებებით მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული ზომების - პირბადის ტარების, ხელების დაბანისა და სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდეს. ღონისძიება COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალისთვის მადლობის გადახდით დასრულდა.

პანდემიის პირველ ეტაპზე სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ დაავადების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო. COVID-19-ის პირველი შემთხვევა იქ 20 იანვარს დაფიქსირდა. მოკლე დროში ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალებით ეპიდემიოლოგებმა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერება შეძლეს. დღეისთვის დაავადებულთა უმეტესობა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, სამედიცინო დაწესებულებებში კი ათასზე ნაკლები პაციენტი მკურნალობს.  

დრონების შოუ სეულში

ფოტო: South Korea's Ministry of Land, Infrastructure and Transport

დრონების შოუ სეულში

ფოტო: SOUTH KOREA'S MINISTRY OF LAND, INFRASTRUCTURE AND TRANSPORT

დრონების შოუ სეულში

ფოტო: South Korea's Ministry of Land, Infrastructure and Transport

დრონების შოუ სეულში

ფოტო: South Korea's Ministry of Land, Infrastructure and Transport

დრონების შოუ სეულში

ფოტო: South Korea's Ministry of Land, Infrastructure and Transport

დრონების შოუ სეულში

ფოტო: South Korea's Ministry of Land, Infrastructure and Transport

დრონების შოუ სეულში

ფოტო: South Korea's Ministry of Land, Infrastructure and Transport

კომენტარები

ბოლო ამბები