Thumbnail

ნახეთ: ბირთვული აფეთქებისგან დამცავი ელიტარული ბუნკერი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზას სიტიდან დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით ელიტარული ბუნკერი Survival Condo მდებარეობს, რომელიც შეძლებულ სტუმრებს ბირთვული კატასტროფის დროს გადასარჩენად თავშესაფარს სთავაზობს. მის მოსაწყობად ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში აშენებული ნაგებობა გამოიყენეს, რომელიც მიწის ქვეშ 60 მეტრის სიღრმემდე ჩადის.

15-სართულიანი კომპლექსის ზედა დონეზე მთავარი შესასვლელი და დასასვენებელი ზონაა განლაგებული, სადაც სასრიალოთი აღჭურვილი საცურაო აუზი და საცოცი კედელია განთავსებული. მის ქვეშ მდებარე 3 სართული ტექნიკური და სამედიცინო დანიშნულებით, ასევე სურსათის მარაგების შესანახად გამოიყენება. შემდეგი 7 სართული კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სივრცისთვისაა განსაზღვრული, სულ ქვემოთ კი საკლასო ოთახს, ბიბლიოთეკას, კინოთეატრს, ბარს, საუნასა და სავარჯიშო დარბაზს შეხვდებით.

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

სავარჯიშო დარბაზი
ფოტო: Courtesy of Survival Condo Project

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

კინოთეატრი
ფოტო: Courtesy of Survival Condo Project

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

საკლასო ოთახი
ფოტო: Courtesy of Survival Condo Project

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

ბიბლიოთეკა
ფოტო: Andrew Altman/CNET

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

საცურაო აუზი
ფოტო: Andrew Altman/CNET

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

სურსათის საწყობი
ფოტო: Andrew Altman/CNET

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

საცოცი კედელი
ფოტო: Courtesy of Survival Condo Project

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

სამედიცინო პუნქტი
ფოტო: Andrew Altman/CNET

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

იარაღის არსენალი
ფოტო: Andrew Altman/CNET

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

საძინებელი
ფოტო: Courtesy of Survival Condo Project

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

მისაღები ოთახი
ფოტო: Andrew Altman/CNET

ელიტარული თავშესაფარი Survival Condo

სამზარეულო
ფოტო: Courtesy of Survival Condo Project

რკინაბეტონის სქელი კედლებისა და ტყვიაგაუმტარი კარების წყალობით, ბუნკერს ქარიშხლიდან დაწყებული, 12 კილოტონის სიმძლავრის ბირთვული ბომბის აფეთქებით დამთავრებული, ყველა ბუნებრივი თუ ხელოვნური კატასტროფის გაძლება შეუძლია. მას 24 საათის განმავლობაში შეიარაღებული დაცვა დარაჯობს. სპეციალური ოთახია გამოყოფილი იმ შემთხვევისთვის, თუ სხეულიდან რადიაციული ნივთიერებების მოშორება დაგჭირდებათ, იარაღის ფართო არსენალი კი მტრის შემოტევის დროს თავდაცვის საშუალებას მოგცემთ.

მსურველებს ბუნკერში ბინის შეძენა 1-დან 3 მილიონ აშშ დოლარამდე დაუჯდებათ, ფეშენებელური პენტჰაუსების ფასი კი 4,5 მილიონი დოლარიდან იწყება. ამ თანხას ყოველთვიური გადასახადის სახით 2500 დოლარი ემატება. პროექტის ავტორები უახლოეს მომავალში ახლომდებარე ნაგებობაში კიდევ ერთი მსგავსი ბუნკერის მოწყობას გეგმავენ. მისი აშენება დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება და ის Survival Condo-ზე სამჯერ დიდი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები