Thumbnail

მსოფლიოში ჩვეულებრივზე ცხელი დღეების რაოდენობა გაიზარდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ ბოლო წლებში უკიდურესად ცხელი ამინდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახშირდა და გახანგრძლივდა. ამერიკის გეოფიზიკური კავშირის გამოცემაში Journal of Geophysical Research გამოქვეყნებული ნაშრომი მონაცემთა ბაზას HadEX3 ეყრდნობა, რომელიც 36 ათასზე მეტი მეტეოროლოგიური სადგურის მიერ დაფიქსირებულ ტემპერატურის მაჩვენებლებს შეიცავს

სამხრეთ პოლუსი დედამიწის დანარჩენ ნაწილთან შედარებით 3-ჯერ სწრაფად თბება

მკვლევრებმა 1981-დან 2010 წლამდე დროის პერიოდში რეგისტრირებული ყოველდღიური ტემპერატურა წინა სამი ათწლეულის მონაცემებს შეადარეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ბოლო დეკადებში ჩვეულებრივზე ბევრად ცხელი დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს ცვლილება ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შემთხვევებშია.

რეგიონები, სადაც ჩვეულებრივზე ცხელი დღეების რაოდენობამ იმატა, წითლადაა მონიშნული. ფოტო: The Conversation

ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმ დღეების რაოდენობამ, როდესაც მეტეოსადგურების მიერ 25°C ან უფრო მაღალი ტემპერატურა რეგისტრირდებოდა, 20-ზე მეტი, სამხრეთში კი არანაკლებ 10 დღით მოიმატა. იგივე ტენდენცია შეინიშნება ახალი ზელანდიაშიც, სადაც 1950-დან 2018 წლამდე დროის პერიოდში ცხელი დღეების რიცხვი 8-დან 12 პროცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ამ რეგიონში იშვიათ მოვლენად იქცა ყინვიანი ამინდი. მდგომარეობა განსაკუთრებით პრობლემურია ახალ ზელანდიაში, სადაც 1950-დან 2018 წლამდე დროის პერიოდში იმ დღეების რაოდენობა, როდესაც 0°C ან უფრო დაბალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, მნიშვნელოვნად შემცირდა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ზამთარში საერთოდ აღარ ყინავს, რაც ადგილობრივი ფერმერების მიერ ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის პროცესს ართულებს.

ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

მეცნიერთა თქმით, შექმნილი მდგომარეობა გლობალური დათბობის შედეგია და კლიმატის ამგვარმა ცვლილებამ გარემოზე, შესაძლოა, დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. მათი მოსაზრებით, ეს არა მხოლოდ ჩვენი პლანეტის ეკოსისტემაზე, არამედ ამა თუ იმ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება.

კომენტარები

ბოლო ამბები