Thumbnail

დღის ფოტო: ადამიანის მსგავსი უიშვიათესი მაიმუნი ნაშიერებთან ერთად

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

მდინარე ქროსის უიშვიათესი გორილის სურათები ნიგერიის სამხრეთ ნაწილში მდებარე მბის მთებში დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა გადაიღო. ჰომინიდთა ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადაშენებულად ითვლებოდა, 1980 წელს თავიდან აღმოაჩინეს და დღეისთვის ველურ ბუნებაში ამ სახეობის დაახლოებით 300 ინდივიდია აღრიცხული.

"წითელ ნუსხაში" შეტანილი ძუძუმწოვარი ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების, ნიგერიისა და კამერუნის საზღვარზე მდებარე მთებში, მდინარე ქროსის სათავეებთან ბინადრობს. ტყეების გაჩეხვის გამო საცხოვრებელი არეალის განადგურებისა და მათზე ნადირობის შედეგად, გორილების რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება, თუმცა ფოტოხაფანგის მიერ მისი ნაშიერებთან ერთად დაფიქსირება სპეციალისტებს ამ სახეობის გადარჩენის იმედს აძლევს.

მდინარე ქროსის გორილა ნაშიერებთან ერთად

ფოტო: WCS Nigeria

მდინარე ქროსის გორილა ნაშიერებთან ერთად

ფოტო: WCS Nigeria

მდინარე ქროსის გორილა ნაშიერებთან ერთად

ფოტო: WCS Nigeria

კომენტარები

ბოლო ამბები