Thumbnail

Google Maps-ში მალე შუქნიშნები გამოჩნდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიოში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Google თავის აპლიკაციაში Google Maps ახალ ფუნქციას ცდის, რომლის წარმატებით დანერგვის შემთხვევაშიც რუკებზე შუქნიშნების ადგილმდებარეობა გამოჩნდება.

შუქნიშნის გამოსახულება აპლიკაციაში ამა თუ იმ ადგილის დათვალიერებისა და კონკრეტული ლოკაციისკენ გადაადგილებისას იქნება შესამჩნევი. ნავიგაციის რეჟიმში სიმბოლოს ზომა ჩვეულებრივზე მეტად გაიზრდება. ეს მომხმარებლებს ნაკლებად გადატვირთული მარშრუტის განსაზღვრაში დაეხმარება და არჩეული მიმართულების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

"შერჩეული მარშრუტის შესახებ ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლების უკეთ ინფორმირების მიზნით, იტესტება Google Maps-ის ახალი ფუნქცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში განლაგებული შუქნიშნების ადგილმდებარეობას აჩვენებს", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა Business Insider-თან საუბარში.

ასე გამოიყურება Google Maps-ის ახალი ფუნქცია. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მსგავსი ფუნქცია Google Maps-ის იაპონელ მომხმარებლებს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შესთავაზა, ახლა კი მნიშვნელოვან გაფართოებას აპირებს და აპლიკაციის გაუმჯობესებული ვერსიის გავრცელებას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გეგმავს. 

ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი. პირველ ეტაპზე მის გამოყენებას ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, ლოს ანჯელესსა და ჩიკაგოში მყოფი მომხმარებლები შეძლებენ, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ჩამონათვალს სხვა ქალაქებიც დაემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები