Thumbnail

ნახეთ: 1913-1915 წლების ტოკიოს კადრები 4K გარჩევადობით

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ნეიროქსელების სპეციალისტმა, დენის შირიაევმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ქუჩებში 1913 და 1915 წლებში გადაღებული ფირის გამოსახულების ხარისხი გააუმჯობესა. ხელოვნური ნეირონული ქსელებისა და სამონტაჟო პროგრამების გამოყენებით, დენისმა ვიდეოს გარჩევადობა 4K-მდე, კადრის სიხშირე კი 60 FPS-მდე გაზარდა.

დოკუმენტური ფილმები, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ არის გადაღებული, ამსტერდამის ეროვნულ კინომუზეუმშია დაცული და 2016 წელს ინტერნეტში გავრცელდა.

ფილმის თავდაპირველი ვერსია: 

 

თავდაპირველად დენისმა ალგორითმით Dain ფილმები კადრებად დაშალა, შემდეგ გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ფაილები პროგრამებში Gigapixel Al და ESRGAN ატვირთა, მიღებული 4K გარჩევადობის სურათებით კი განახლებული ვიდეო ააწყო, რომელიც Adobe After Effects-ში დაამუშავა და DeOldify-ს მეშვეობით გააფერადა. თუმცა, ავტორი აღნიშნავს, რომ ფერები საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩია და ამ მხრივ, ცდომილების ალბათობა დიდია. 

ფილმის განახლებული ვერსია:

დენის შირიაევისთვის ეს პირველი მსგავსი პროექტი არ გახლავთ. მას საკუთარი კომპანიაც აქვს დაფუძნებული, რომელიც საარქივო ვიდეომასალების განახლებითაა დაკავებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკვეთებსაც იღებს. მისი ერთ-ერთი პირველი პროექტი ოგუსტ და ლუი ლუმიერების მიერ 1895 წელს გადაღებული დოკუმენტური კინოსურათის "მატარებლის შემოსვლა ლა სიოტას სადგურში" რესტავრაცია გახლდათ. რომელსაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები