Thumbnail

ნახეთ: კომეტა NEOWISE-ის ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

კომეტა C/2020 F3, რომელიც NEOWISE-ის სახელითაა ცნობილი, მიმდინარე წლის 27 მარტს აღმოაჩინეს, როდესაც ჩვენი პლანეტიდან 250 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ივლისში კი, ის დედამიწას ისე მოუახლოვდა, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც გახდა შესაძლებელი.

კომეტა უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა. შთამბეჭდავი კადრები საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გადაიღეს და სოციალურ ქსელებში ამ იშვიათი მოვლენის ამსახველი თვალწარმტაცი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა.

კომეტა NEOWISE მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან

ზემო ტბა, მიჩიგანის შტატი, აშშ.
ფოტო: Shawn Malone

კომეტა NEOWISE მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან

სტოუნჰენჯის მონუმენტი, უილტშირი, დიდი ბრიტანეთი.
ფოტო: Declan Deval

კომეტა NEOWISE მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან

მაუნტ-ჰუდის ეროვნული ტყე, ორეგონის შტატი, აშშ. 
ფოტო: Lester Tsai

იმის მიუხედავად, რომ NEOWISE დედამიწიდან კარგად ჩანს, ის ჩვენგან ისეთი მანძილით არის დაშორებული, რომ პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მის ასეთ სიკაშკაშეს მზის ზემოქმედება განაპირობებს, რომლის შედეგადაც კომეტის გარშემო არსებული აირები და ნაწილაკები აალდა.

კომეტის ამოსვლა ადრიატიკის ზღვის სანაპიროდან:

 

ასტრონომები ყოველწლიურად ასობით კომეტას პოულობენ, მაგრამ მათი დედამიწასთან შეუიარაღებელი თვალით ხილვად მანძილზე მოახლოება ძალზე იშვიათია. სპეციალისტების თქმით, ასეთი აღქმადი სიკაშკაშით გამორჩეული ციური სხეული ბოლოს 1997 წელს შენიშნეს. მეცნიერთა გამოთვლებით, NEOWISE ჩვენი პლანეტის ცაზე დაახლოებით 6,800 წლის განმავლობაში აღარ გამოჩნდება.

კომეტა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან:

კომენტარები

ბოლო ამბები