Thumbnail

ნახეთ: ტოკიოს სტადიონზე გულშემატკივრები რობოტებით ჩაანაცვლეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

კორონავირუსის პანდემიის გამო უმაყურებლოდ დარჩენილი ტოკიოს ბეისბოლის კლუბის, Fukuoka SoftBank Hawks-ის ხელმძღვანელობამ ორიგინალური გამოსავალი მოძებნა და სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრების ნაცვლად რობოტები განათავსა, რომლებმაც გუნდის გამამხნევებელ სიმღერაზე დადგმული ცეკვა შეასრულეს.

10 გამორჩეული ჰუმანოიდი რობოტი

ზემონახსენები კლუბი იაპონურ მულტიინდუსტრიულ კორპორაციას SoftBank Group ეკუთვნის. ანდროიდ "პეპერსა" და რობოტ ძაღლ "სფოთს" სწორედ ამ კორპორაციის შვილობილი კომპანიები SoftBank Robotics და Boston Dynamics აწარმოებენ.

 

SoftBank Robotics-ის მიერ შექმნილი "პეპერი" მსოფლიოში ყველაზე კომუნიკაბელურ ანდროიდად მიიჩნევა. ის 15 ენას ფლობს, ადამიანებს სახეზე ცნობს, საბაზისო ემოციებსაც აღიქვამს და მათთან ამ ყველაფრის გათვალისწინებით ურთიერთობს. ამ რობოტს ძირითადად ოფისებსა და სავაჭრო ცენტრებში მომხმარებელთა ინფორმირებისთვის იყენებენ, რაშიც მას მკერდზე განთავსებული სენსორული ეკრანიც ეხმარება.

ნახეთ: რობოტი ძაღლის შეძენას 74,500 აშშ დოლარად შეძლებთ

რაც შეეხება "სფოთს", Boston Dynamics-ის მიერ წარმოებულ მულტიფუნქციურ ინდუსტრიულ რობოტს ნავთობის მომპოვებელი კომპანია Aker BP ნორვეგიაში მდებარე ჭაბურღილზე, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის პოლიცია კი გამნაღმველთა დასახმარებლად იყენებს. ამის გარდა, სინგაპურის პარკში მას კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი სოციალური დისტანცირების წესების დაცვის კონტროლი ევალება, ახალ ზელანდიაში კი ცხვრის ფარის მწყემსვა.

კომენტარები

ბოლო ამბები