Thumbnail

დღის ფოტო: ერთ კადრში მოხვედრილი 4 ატმოსფერული და კოსმოსური მოვლენა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადაში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, დონა ლეჩმა მანიტობის პროვინციაში, საკუთარი ფერმის მახლობლად გადაიღო სურათი, რომელზეც ერთდროულად 4 შთამბეჭდავი ატმოსფერული და კოსმოსური მოვლენაა აღბეჭდილი. თვალწარმტაცი პოლარული ნათების გვერდით მისი მსგავსი ოპტიკური ფენომენი - სტივი მოჩანს, მათ ფონზე კი ახალაღმოჩენილი კომეტის NEOWISE და ცაზე გაელვებული მეტეორის დანახვაა შესაძლებელი.

ჩრდილოეთის ციალი, რომელიც ასევე ავრორა ბორეალისის სახელითაა ცნობილი, მზის ქარის დროს გამოტყორცნილი ნაწილაკების დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება, რის შედეგადაც ცაზე მომწვანო, მოვარდისფრო, იისფერი და ნარინჯისფერი სხივები ჩნდება. სტივი კი ცხელი აირის გადაადგილებისას ცაში მცირე დროით გაჩენილი გრძელი ზოლია, რომელიც ძირითადად იისფერი ნათებით ხასიათდება. რაც შეეხება კომეტას NEOWISE, რომელსაც განსაკუთრებული სიკაშკაშე გამოარჩევს, ის ამჟამად დედამიწისგან იმდენად მცირე მანძილითაა დაშორებული, რომ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია.

შთამბეჭდავი სანახაობა მანიტობის ცაზე

ფოტო:  Donna Lach

კომენტარები

ბოლო ამბები