Thumbnail

ნახეთ: ინდოეთში უიშვიათესი ყვითელი კუ აღმოაჩინეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ორისას შტატში მცხოვრებმა ბასუდივ მაჰაპატრამ სამეურნეო საქმიანობის დროს უიშვიათესი ყვითელი კუ აღმოაჩინა. ნაპოვნი რეპტილია მან ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებს გადასცა.

სპეციალისტების განმარტებით, ცხოველის ამგვარი შეფერილობა ალბინიზმით არის გამოწვეული. დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ამ თანდაყოლილი დაავადების მიზეზი ქსოვილის შეფერილობაზე პასუხისმგებელი ნივთიერების, მელანინის სინთეზისთვის აუცილებელი ფერმენტის, თიროზინაზის არქონა ან ბლოკადაა, რაც კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის არარსებობას განაპირობებს.  

► ნახეთ: ინდოეთში უიშვიათესი თოვლის ლეოპარდი დააფიქსირეს

დათვალიერებისას ალბინოსი რეპტილია ინდური კუ - Lissemys punctata აღმოჩნდა. სახეობის დადგენის შემდეგ, ის ისევ ველურ ბუნებაში გაუშვეს. ადგილობრივები კუებს ძალზე ხშირად პოულობენ და შესაბამის სამსახურებს აბარებენ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ინდოეთის ტერიტორიაზე ამ ცხოველის პოპულაცია საკმაოდ გავრცელებულია, პიგმენტაციის არმქონე ინდივიდი მხოლოდ მეორედ დააფიქსირეს.

კომენტარები

ბოლო ამბები