Thumbnail

დღის ფოტო: სატურნი და მისი ორი მთვარე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ჰაბლის ტელესკოპის მიერ 4 ივლისს გადაღებული სატურნის ფოტოსურათი გაავრცელა.

გადაღებისას გაზის გიგანტი დედამიწიდან 1350 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ამ დროს სატურნის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია. პლანეტის ამ ნაწილს მზის პირდაპირი სხივები ეცემა, რაც მას უფრო მოწითალო შეფერილობას აძლევს. სატურნის თვალწარმტაცი რგოლების გარდა, ფოტოზე მისი ორი მთვარის დანახვაცაა შესაძლებელი. მარჯვენა მხარეს გამოსახული მანათობელი წერტილი პლანეტის ყველაზე პატარა მთვარე - მიმასია, ქვემოთ კი ყინულით დაფარული ენცელადი მოსჩანს.

სატურნი და მისი ორი მთვარე

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები