Thumbnail

ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე მდინარე ლიენძიენის ხეობაში მსოფლიოს ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა. ნაგებობის სიგრძე 526 მეტრია. გამძლეობის სადემონსტრაციოდ, გახსნის დღეს მასზე ავტომანქანებიც კი გაატარეს, თუმცა ახალი ხიდით სარგებლობის უფლება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეებს ექნებათ.

► ილონ მასკის კომპანიამ გვირაბის გათხრის კონკურსი გამოაცხადა

მშენებლობა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 43 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ხიდი სამი ფენა 4,5 სანტიმეტრი სისქის ლამინირებული მინისგანაა აგებული. მასზე ოთხი სპეციალური პლატფორმაა განთავსებული, საიდანაც ტურისტები ულამაზეს ხეობას დაათვალიერებენ. ამ პლატფორმებით სარგებლობა ერთდროულად 500 ადამიანს შეეძლება.

ჩინეთის სახელისუფლებო მედიის ცნობით, ქვეყანაში უკვე 2,300 შუშის ხიდი ფუნქციონირებს. ამგვარი კონსტრუქციები იქ ძალზე პოპულარულია, თუმცა უბედური შემთხვევებიც არაერთხელ მომხდარა და მათგან რამდენიმე ლეტალურადაც კი დასრულდა. ამის გამო მთავრობას ზოგიერთი ობიექტის დახურვა მოუხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები