Thumbnail

დღის ფოტო: მამაკაცი კომეტით ბადმინტონს თამაშობს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

კომეტა NEOWISE უამრავი პროფესიონალი თუ მოყვარული ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა და ლამაზი კადრებიც უხვად დაგროვდა, თუმცა ინგლისელი ლორენს დაგლას-გრინის სურათი კრეატიულობითა და ორიგინალობით გამოირჩევა. გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქვინჰოკის ბორცვებიდან ციური სხეულის გადასაღებად მას რამდენიმე ცდა დასჭირდა, თუმცა შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

NEOWISE-ის სახელით ცნობილი კომეტა C/2020 F3 მიმდინარე წლის 27 მარტს აღმოაჩინეს, როდესაც ჩვენი პლანეტიდან 250 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ივლისში კი, ის დედამიწას ისე მოუახლოვდა, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც გახდა შესაძლებელი. ასტრონომების თქმით, ასეთი აღქმადი სიკაშკაშით გამორჩეული ციური სხეული ბოლოს 1997 წელს შენიშნეს. მათი გამოთვლებით, კომეტა ჩვენს ცაზე დაახლოებით 6,800 წლის განმავლობაში აღარ გამოჩნდება.

ორიგინალური ავტოპორტრეტი კომეტა NEOWISE-თან ერთად

ფოტო: Laurence Douglas-Greene

კომენტარები

ბოლო ამბები