Thumbnail

ნახეთ: 99 წლის მფრინავმა ქალმა გინესის ორი რეკორდი დაამყარა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა პილოტმა და ფრენის ინსტრუქტორმა, რობინა ასტიმ ერთდროულად ორი გინესის რეკორდი დაამყარა. 99 წლის ასაკში მან რივერსაიდის აეროდრომზე თავისი ბოლო ფრენის გაკვეთილი ჩაატარა, რითაც მსოფლიოში უხუცესი ინსტრუქტორი და ყველაზე ასაკოვანი აქტიური პილოტი გახდა. 

"ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანები ჩემი დახმარებით მიწიდან აფრენის სიამოვნებას განიცდიან. ეს საოცარი გრძნობაა", - განაცხადა რობინა ასტიმ, რომელიც უკვე ათწლეულებია, ფრენის ინსტრუქტორი გახლავთ.

► მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

ასტიმ აიოვის შტატის მკვიდრის, ერნესტ სმიტის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც თვითმფრინავი უკანასკნელად 98 წლის ასაკში მართა. რაც შეეხება ყველა დროის ყველაზე ასაკოვან პილოტს, ეს ტიტული ასევე აშშ-ის წარმომადგენელს, კოლ ქუგელს ეკუთვნის, რომელიც 2007 წელს განხორციელებული ფრენის დროს 105 წლის გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები