Thumbnail

დღის ფოტო: პეპლის ფორმის პლანეტური ნისლეული

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის კუთვნილმა ტელესკოპების კომპლექსმა VLT, რომელიც ჩილეში, ატაკამის უდაბნოშია განლაგებული, პეპლის ფორმის პლანეტური ნისლეულის, NGC 2899-ის ახალი სურათი გადაიღო. ობიექტის ფოტოზე აღბეჭდვა სპეციალისტებმა დაბალდისპერსიული სპექტროგრაფის, FORS-ის საშუალებით შეძლეს.

ნისლეული, რომელიც იალქნის თანავარსკვლავედის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და დედამიწიდან დაახლოებით 3000-6500 სინათლის წლითაა დაშორებული, ინგლისელმა ასტრონომმა, ჯონ ჰერშელმა 1835 წელს აღმოაჩინა. მისი აირის გარსი 2 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება, ტემპერატურა კი 10 ათას გრადუსს აჭარბებს, რაც ჟანგბადს ლურჯ, ხოლო წყალბადს წითელ შეფერილობას აძლევს. პეპლის ფორმას კი NGC 2899-ის ცენტრში განლაგებული ორი ვარსკვლავის მიერ თითქმის სიმეტრიულად გამოსხივებული რადიაცია განაპირობებს.

პეპლის ფორმის პლანეტური ნისლეული

ფოტო: ESO

კომენტარები

ბოლო ამბები