Thumbnail

დღის ფოტო: დედამიწა და მთვარე Tianwen-1-ის ობიექტივში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ Tianwen-1-ის სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში მარსისკენ მიმავალი კოსმოსური ხომალდის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გაავრცელა, რომელზეც ნამგლის ფორმის დედამიწა და მთვარეა აღბეჭდილი. ეს შთამბეჭდავი კადრი ზონდმა ჩვენი პლანეტიდან 1.2 მილიონი კილომეტრის მანძილიდან დააფიქსირა.

23 ივლისს ქალაქ ვენჩანიდან რაკეტით Long March 5 გაშვებული კოსმოსური აპარატი დანიშნულების ადგილამდე 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. 2-3 თვის შემდეგ მას დასაჯდომი მოდულისა და მარსმავლის წყვილი გამოეყოფა, რომელიც ციური სხეულის ზედაპირზე დაეშვება და იქ მარსის დროით 90 დღეს დაჰყოფს. რაც შეეხება ორბიტერს, ის წითელი პლანეტის გარშემო, ელიფსურ წრეზე იმოძრავებს, ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევებს განახორციელებს და მოპოვებულ ინფორმაციას დედამიწას გადმოსცემს.

Tianwen-1-ის მიერ გადაღებული დედამიწა და მთვარე

ფოტო: CNSA

კომენტარები

ბოლო ამბები