Thumbnail

ავსტრალიის ქალაქი ბოლო 40 წელიწადში თოვლმა პირველად დაფარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიაში მდებარე ქალაქი ლონსესტინი ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში თოვლმა პირველად დაფარა. ბუნებრივი მოვლენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ტასმანიის შტატის ამ დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ტემპერატურის 0°C-ზე დაბლა დაცემა და უხვი ნალექი რეგიონში ანტარქტიკიდან ჰაერის მასების შემოდინებამ გამოიწვია. ლონსესტინის მოსახლეობა მოულოდნელად მოსულ თოვლს მოუმზადებელი შეხვდა. ზოგიერთმა მძღოლმა საკუთარი ავტომანქანა გზაზე დატოვა და სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო. მოქალაქეთა უმეტესობას ელექტროენერგიით მომარაგებაც შეუწყდა.

თოვლით დაფარული ლონსესტინი

ფოტო: Phillip Biggs

თოვლით დაფარული ლონსესტინი

ფოტო: ABC News

თოვლით დაფარული ლონსესტინი

ფოტო: ABC News

თოვლით დაფარული ლონსესტინი

ფოტო: Kaleb Clark/Lisa James

თოვლით დაფარული ლონსესტინი

ფოტო: Clyde Russell

თოვლით დაფარული ლონსესტინი

ფოტო: Phillip Biggs

ტასმანიის მეტეოროლოგიური სადგურის წარმომადგენელთა განცხადებით, ლონსესტინი თოვლმა ბოლოს 1970-იანი წლების დასაწყისში დაფარა, ამავე შტატში მდებარე ქალაქ ჰობარტში კი მსგავსი რამ 1986 და 2015 წლებშიც დაფიქსირდა. ტასმანიის სამხრეთ ნაწილში ეს ატმოსფერული მოვლენა იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც წესი, ფიფქები მიწაზე დაცემამდე ან დაცემისთანავე დნება. 

ლონსესტინში ზომიერი ოკეანური კლიმატი და ოთხი სეზონია. ყველაზე თბილი თვეები იანვარი და თებერვალია, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 12.2-დან 24.4 °C-მდე მერყეობს. ქალაქში განსაკუთრებულად ივლისში ცივა, როდესაც საშუალო ტემპერატურა 2.2-12.5°C-ს შეადგენს. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 39°C ლონსესტინში 2009 წლის 30 იანვარს დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი, - 5.2°C კი 1991 წლის 21 ივნისს.

კომენტარები

ბოლო ამბები