Thumbnail

ნახეთ: კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS პირველი მისია წარმატებით დაასრულა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) პროგრამის Explorers ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ტელესკოპმა Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS), რომლის დანიშნულებაც ეგზოპლანეტების ძიებაა, საწყისი 2-წლიანი მისია წარმატებით დაასრულა.

ჯუჯა პლანეტა ცერერაზე მიწისქვეშა ოკეანე აღმოაჩინეს

ამ დროის განმავლობაში 4 კამერით აღჭურვილი ზონდი ცის თითოეულ სექტორს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. პირველი წელი მან კოსმოსის სამხრეთ რეგიონის გამოკვლევას დაუთმო, მეორე კი - ჩრდილოეთისას. შედეგად, ტელესკოპმა ფოტოებზე მის გარშემო არსებული სივრცის 75 პროცენტი აღბეჭდა. უზარმაზარი მოზაიკური სურათის გადაღებისას მან ჯამში 66 ეგზოპლანეტა და ასტრონომების მიერ ჯერ კიდევ შესასწავლი 2100 ობიექტი აღმოაჩინა.

კოსმოსური ტელესკოპის TESS ამსახველი ილუსტრაცია. ფოტო: MIT

NASA-ს განცხადებით, TESS-მა კვლევის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა, რომელიც 2022 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მისიის პირველი ნახევარი ცის სამხრეთ ნაწილის გამოსახულების შევსებასა და სრულყოფას ისახავს მიზნად, დარჩენილი 15 თვე კი ჩრდილოეთ რეგიონზე და ჩვენი პლანეტის ორბიტული სიბრტყის გასწვრივ არსებულ არეალზე დაკვირვებისთვისაა გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერების ფუნქციური განახლების შემდეგ მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათების გადაღება ადრინდელზე სამჯერ სწრაფად - ყოველ 10 წუთში ერთხელ იქნება შესაძლებელი.

► ასტრონომებმა, სავარაუდოდ, 33 წლის ვარსკვლავი აღმოაჩინეს

NASA-მ კოსმოსური ზონდი ორბიტაზე 2018 წლის აპრილში კომპანია SpaceX-ის რაკეტით Falcon 9 გაუშვა. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მან 3 თვის შემდეგ დაიწყო, პირველი გამოსახულება კი 7 აგვისტოს გადაიღო. TESS-ს არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება მიეწერება, მათ შორის, დედამიწის ზომის პლანეტის TOI 700 d აღმოჩენა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ისეთ ზონაში გადაადგილდება, სადაც, შესაძლოა, წყალი თხევადი სახით არსებობდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები