Thumbnail

ნახეთ: იაპონელები 2023 წლიდან მფრინავი მანქანებით ისარგებლებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონურმა კომპანიამ SkyDrive საზოგადოებას ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი ელექტრომობილის პირველადი დიზაინი წარუდგინა. ადგილობრივი გამოცემის The Japan Times ცნობით, ქვეყნის მოსახლეობა ინოვაციური საჰაერო ტრანსპორტით დიდ ქალაქებში გადაადგილებას 2023 წლიდან შეძლებს.

► ნიუ ჰემფშირის გზებზე მფრინავი მანქანებით გადაადგილება დაუშვეს

ტოკიოში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც ქვეყნის მთავრობისა და ასზე მეტი სპონსორის მხარდაჭერით სარგებლობს, მფრინავი მანქანის შექმნა 6 წლის წინ დაიწყო. მათ მიერ წარმოდგენილი მოდელი, სახელად SD-XX, ელემენტებზე მუშაობს და მცირე ზომით გამოირჩევა - მისი სიმაღლე სულ რაღაც 1.5 მეტრია, სიგრძე 4, სიგანე კი 3.5 მეტრი. პროტოტიპი დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე იფრენს, საათში 100 კილომეტრს დაფარავს და პილოტისა და ერთი მგზავრის სწრაფ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ელექტრომობილი მართვის ავტონომიური სისტემითაა აღჭურვილი, თუმცა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გარკვეული მანევრების შესრულება პილოტსაც მოუწევს.

SkyDrive-ის მფრინავი მანქანის SD-XX პირველადი დიზაინი

ფოტო: SkyDrive

SkyDrive-ის მფრინავი მანქანის SD-XX პირველადი დიზაინი

ფოტო: SkyDrive

SkyDrive-ის მფრინავი მანქანის SD-XX პირველადი დიზაინი

ფოტო: SkyDrive

SkyDrive-ის მფრინავი მანქანის SD-XX პირველადი დიზაინი

ფოტო: SkyDrive

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მფრინავ მანქანებს თავდაპირველად ტაქსის სახით გამოიყენებენ. საწყის ეტაპზე ამ მომსახურებას იაპონიის უმსხვილესი ქალაქების - ტოკიოსა და ოსაკას მაცხოვრებლებს შესთავაზებენ, რომლებსაც 2023 წლიდან საშუალება ექნებათ, გადატვირთულ გზებს გვერდი აუარონ და სასურველ ლოკაციამდე მოკლე დროში უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. იმის მიუხედავად, რომ ავტომობილში არსებული არასაკმარისი სივრცის გამო სერვისით სარგებლობას თითო ჯერზე მხოლოდ ერთი ადამიანი შეძლებს, ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის მფრინავი ტაქსით 1000-მდე მგზავრის გადაყვანა მოხერხდება. 

პროტოტიპის სადემონსტრაციო ფრენას SkyDrive უახლოეს მომავალში განახორციელებს, 2028 წელს კი გაყიდვაში საჰაერო ელექტრომობილი დასრულებული მოდელები ჩაეშვება. SD-XX-ის ფასი ძვირადღირებული მანქანის ღირებულების მსგავსი იქნება. მის შეძენას მსურველები რამდენიმე მილიონ იენად შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები