Thumbnail

ინგლისის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თევზი დააფიქსირეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ერთადგილიანი კაიაკის 60 წლის მენიჩბემ, რუპერტ კირკვუდმა ინგლისში მდებარე ქალაქ პლიმუტთან ახლოს, დევონის სანაპიროსთან ატლანტიკური ლურჯი თინუსის სურათები გადაიღო. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თევზი, რომელიც გასულ წელს იაპონიაში მდებარე სუშის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ ტოკიოს ტოიოსუს ბაზარში 2.5 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, დღესდღეობით გადაშენების პირას მყოფ სახეობადაა მიჩნეული და დიდ ბრიტანეთში მისი დაჭერა აკრძალულია.

10 შემზარავი წყალქვეშა არსება

კირკვუდმა ათეულობით ლურჯი თინუსი დელფინებისა და ზოლიანი ვეშაპების გარემოცვაში სანაპირო ზოლიდან ხუთ კილომეტრამდე მანძილზე შენიშნა. მისი თქმით, ისინი გველთევზისა და ქაშაყის გუნდს ესხმოდნენ თავს. რუპერტი თინუსების ნადირობას ორი საათის განმავლობაში ადევნებდა თვალს. მტაცებელი დროდადრო წყლიდან ჰაერში იჭრებოდა, რა დროსაც მან მისი ფოტოზე აღბეჭდვა შეძლო.

რუპერტ კირკვუდის მიერ დევონის სანაპიროსთან გადაღებული ატლანტიკური ლურჯი თინუსი

ფოტო: Rupert Kirkwood

რუპერტ კირკვუდის მიერ დევონის სანაპიროსთან გადაღებული ატლანტიკური ლურჯი თინუსი

ფოტო: Rupert Kirkwood

რუპერტ კირკვუდის მიერ დევონის სანაპიროსთან გადაღებული ატლანტიკური ლურჯი თინუსი

ფოტო: Rupert Kirkwood

რუპერტ კირკვუდის მიერ დევონის სანაპიროსთან გადაღებული ატლანტიკური ლურჯი თინუსი

ფოტო: Rupert Kirkwood

რუპერტ კირკვუდის განცხადებით, ატლანტიკური ლურჯი თინუსები ინგლისის სანაპიროსთან ახლოს ადრეც დაუნახავს. ისინი ზედაპირიდან საკმაოდ სწრაფად უჩინარდებოდნენ, რის გამოც თევზების კადრში მოქცევა ამ დრომდე ვერ შეძლო. ამ სახეობის თინუსს საათში 70 კილომეტრის დაფარვა და 900 მეტრზე ღრმად ჩაყვინთვა შეუძლია. მისი სიგრძე დაახლოებით 2 მეტრია, წონა კი 250 კილოგრამს აღწევს, თუმცა 1979 წელს კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ახალი შოტლანდიაში დაიჭირეს ლურჯი თინუსი, რომელიც თითქმის 680 კილოგრამს იწონიდა.

2100 წლისთვის თევზის სახეობათა 60 პროცენტი, შესაძლოა, გადაშენდეს

გადაშენების პირას მყოფი ყველაზე ძვირადღირებული თევზი, რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობაც 40 წელზე მეტია, სკუმბრიისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მას ჩვეულებრივ ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის აუზში შეხვდებით. აღსანიშნავია, რომ ლურჯი თინუსის პირველი გამოსახულება სიცილიაში მდებარე გამოქვაბულის კედელზე ქვის ხანის ადამიანის მიერაა შესრულებული, ცნობილი ამერიკელი მწერალი, ერნესტ ჰემინგუეი კი მას "ყველა თევზის მეფედ" მოიხსენიებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები