Thumbnail

ახალი ტექნოლოგიით ადამიანის ტვინს ხელოვნურ ინტელექტთან დააკავშირებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დელავერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ამერიკის ქიმიური საზოგადოების საშემოდგომო ვირტუალურ გამოფენაზე ახალი ტექნოლოგია წარმოადგინეს, რომელიც ადამიანის ტვინის ხელოვნურ ინტელექტთან უსაფრთხოდ დაკავშირების საშუალებას იძლევა.

ილონ მასკი: Neuralink ადამიანის ტვინში ჩიპს წელიწადზე ნაკლებ დროში ჩადგამს

ჩვენი ორგანიზმის შემადგენელ ქსოვილში სენსორებისა და სხვა ბიოელექტრონული მოწყობილობების იმპლანტაცია მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული. აქამდე მეცნიერები ადამიანის სხეულში ოქროს, უჟანგავი ფოლადისა და სილიკონის შემცველი მიკროელექტროდების ჩადგმას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ - პროცედურის შემდგომ დარჩენილი ნაწიბურები კომპიუტერსა და ტვინს შორის ელექტრული სიგნალების მიმოცვლას აფერხებდნენ. ამან სპეციალისტები მიიყვანა დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ორგანული ნივთიერების გამოყენება, რომელიც ელექტროდების ზედაპირს დაფარავდა და მათ ეფექტურობას გაზრდიდა.

პოლიმერების ნაერთის PEDOT მოლეკულური მოდელი. ფოტო: David Martin

ამგვარი ნივთიერება ქიმიურად სტაბილური, ანტისტატიკური პოლიმერების ნაერთი PEDOT აღმოჩნდა, რომელსაც ყველა საჭირო მახასიათებელი აქვს იმისთვის, რომ ცოცხალი ქსოვილის ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირება შეძლოს. მკვლევართა განცხადებით, აღნიშნული ბიოსინთეზური მასალის მეშვეობით სამედიცინო დანიშნულების იმპლანტების ფუნქციონირება და მათგან მომავალი სიგნალების ხარისხი ბევრად გაუმჯობესდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ის ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანებაშიც დაგვეხმაროს.

ილონ მასკი: ტვინში ჩანერგილი ჩიპით ადამიანები მუსიკასაც მოუსმენენ

მეცნიერთა აზრით, ახალი ტექნოლოგია სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისთვისაც ეფექტური იქნება. სტიმულაციის უნარის მქონე ნეირომედიატორების შემცველი პოლიმერები ტვინისა და ნერვული სისტემის ამა თუ იმ დარღვევის აღმოჩენისა და მკურნალობის, ასევე სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის საშუალებას მოგვცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები