Thumbnail

დღის ფოტო: მანათობელი ტალღები ირლანდიაში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ირლანდიის რესპუბლიკაში, კორკის საგრაფოში მდებარე დასახლება ფაუნთინსთაუნის სანაპიროზე გვიან ღამით მყოფი ადამიანები იშვიათი მოვლენის მომსწრენი გახდნენ - მათ თვალწინ ტალღები ცისფრად განათდა. ბიოლუმინესცენციის სახელით ცნობილი ფენომენის კადრები ადგილობრივმა ფოტოგრაფმა, ჯოლინ კრონინმა გადაიღო.

ბიოლუმინესცენცია ცოცხალი ორგანიზმების მიერ გამოცემული ნათებაა, რომელსაც ქიმიური პროცესები განაპირობებს. ის ძირითადად ოკეანის ზედაპირსა თუ მის სიღრმეში მობინადრე ბაქტერიების, წყალმცენარეების, მედუზებისა და პლანქტონისთვისაა დამახასიათებელი. სპეციალისტთა განცხადებით, ირლანდიაში დაფიქსირებული მოვლენა პიროფიტულმა ევკარიოტმა, ზღვის ციცინათელამ გამოიწვია, რომელიც ტალღების მოძრაობაზე რეაგირებს და მოსალოდნელი საფრთხისგან თავდასაცავად სინათლეს გამოჰყოფს. თბილი ამინდის დროს კი, ღამის სიბნელეში, მისი ნათება ჩვეულებრივზე მეტად შესამჩნევი ხდება.

მანათობელი ტალღები ფაუნთინსთაუნის სანაპიროზე

ფოტო: Joleen Cronin

მანათობელი ტალღები ფაუნთინსთაუნის სანაპიროზე

ფოტო: Joleen Cronin

მანათობელი ტალღები ფაუნთინსთაუნის სანაპიროზე

ფოტო: Joleen Cronin

კომენტარები

ბოლო ამბები