Thumbnail

დღის ფოტო: კოსმოსიდან გადაღებული ქარიშხალი ჟენევიევა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ასტრონავტმა, კრის კესიდიმ დედამიწის ორბიტაზე მყოფი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ქარიშხალ ჟენევიევას სურათები გადაიღო და ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ჟენევიევა მექსიკაში, კალიფორნიის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან ტროპიკული შტორმის სახით წარმოიქმნა და გეზი ამავე სახელწოდების შტატის მიმართულებით აიღო. მალე ის მეოთხე კატეგორიის ქარიშხლად გადაიქცა, რომელმაც საათში დაახლოებით 200 კილომეტრი დაფარა და 2020 წელს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ყველაზე ძლიერი შტორმების სიაში ქარიშხალ დუგლასთან ერთად შევიდა.

დედამიწის ორბიტიდან გადაღებული ქარიშხალი ჟენევიევა

ფოტო: Chris Cassidy/NASA

დედამიწის ორბიტიდან გადაღებული ქარიშხალი ჟენევიევა

ფოტო: Chris Cassidy/NASA

დედამიწის ორბიტიდან გადაღებული ქარიშხალი ჟენევიევა

ფოტო: Chris Cassidy/NASA

კომენტარები

ბოლო ამბები