Thumbnail

დღის ფოტო: Apple-ის წყალზე მოტივტივე მაღაზია სინგაპურში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ტექნოლოგიური კორპორაცია Apple სინგაპურში ახალი მაღაზიის გასახსნელად ემზადება, რომლის შენობამაც ფართო საზოგადოების ყურადღება უჩვეულო დიზაინითა და ადგილმდებარეობით მიიპყრო. სავაჭრო დაწესებულებას სფეროს ფორმა აქვს და ის მარინას სახელით ცნობილ ყურეში წყლის ზედაპირზე ტივტივებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში განლაგებულ მსოფლიოში ერთადერთ კუნძულოვან ქალაქ-სახელმწიფოში ამერიკული ელექტროტექნიკური გიგანტის პირველი მაღაზია 2017 წელს ამუშავდა, რასაც მცირე დროში ჩანგის საერთაშორისო აეროპორტის სავაჭრო ზონაში კიდევ ერთი ასეთივე ობიექტის გახსნა მოჰყვა. რაც შეეხება წყალზე განლაგებულ ფუტურისტულ ნაგებობას, ის სინგაპურისთვის რიგით მესამე, მსოფლიო მასშტაბით კი 512-ე Apple-ის მაღაზია იქნება. როგორია მისი ინტერიერი, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მხოლოდ შენობის გარე ხედის ამსახველი ფოტოსურათებია ხელმისაწვდომი.

Apple-ის ახალი მაღაზია სინგაპურში

ფოტო: Roslan Rahman

Apple-ის ახალი მაღაზია სინგაპურში

ფოტო: Roslan Rahman

Apple-ის ახალი მაღაზია სინგაპურში

ფოტო: Roslan Rahman

Apple-ის ახალი მაღაზია სინგაპურში

ფოტო: Roslan Rahman

Apple-ის ახალი მაღაზია სინგაპურში

ფოტო: Getty Images

Apple-ის ახალი მაღაზია სინგაპურში

ფოტო: Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები