Thumbnail

დღის ფოტო: შტორმი ფრენსისი დიდ ბრიტანეთში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდი ბრიტანეთის სანაპიროს შტორმი ფრენსისი დაატყდა თავს, რომელიც საათში 130 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა. მის წარმოქმნას ინგლისსა და უელსში სეზონისთვის უჩვეულოდ ძლიერი ქარი და უხვი ნალექი უძღოდა წინ, რომლის მაქსიმალურმა რაოდენობამ 80 მილიმეტრი შეადგინა. უამინდობის გამო ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა ქუჩები, ავტომაგისტრალები კი ხეებით ჩაიხერგა.

დიდ ბრიტანეთში მსგავსი სიძლიერის ქარიშხალი ბოლოს უელსის ტერიტორიაზე 1994 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. მისმა სიჩქარემ საათში 120 კილომეტრი შეადგინა. ფრენსისი უკვე ჩაცხრა, თუმცა მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ძლიერ წვიმებს ისევ პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, გამოდარება და ტემპერატურის ზრდა სექტემბრის დასაწყისიდანაა მოსალოდნელი.

შტორმი ფრენსისი დიდ ბრიტანეთში

ფოტო:  Finnbarr Webster

შტორმი ფრენსისი დიდ ბრიტანეთში

ფოტო: Phil Rees

შტორმი ფრენსისი დიდ ბრიტანეთში

ფოტო: Gareth Fuller

შტორმი ფრენსისი დიდ ბრიტანეთში

ფოტო: Dan Kitwood

შტორმი ფრენსისი დიდ ბრიტანეთში

ფოტო: Gareth Fuller

კომენტარები

ბოლო ამბები