Thumbnail

ჩინეთი უკაცრიელ კუნძულებს აქირავებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლიაონინის პროვინციის ფინანსურმა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც იუწყებიან, რომ მსურველებს ამ რეგიონში განლაგებული ასობით დაუსახლებელი კუნძულის იჯარით აღება შეუძლიათ.

Renault-მა ფრანგულ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს ელექტრომობილები დაურიგა

 

ლიაონინში ხელისუფლების მფლობელობაში არსებული 633 ასეთი კუნძულია, რომელთაგან 589 სრულიად აუთვისებელია. მათი ნაწილი ყვითელი ზღვის მახლობლად, ნაწილი კი მდინარე იალუს გასწვრივაა გაფანტული, რომელიც პროვინციის ტერიტორიას ჩრდილოეთ კორეისგან ყოფს. თითო ჰექტარზე ყოველწლიური გადასახადი 3700 იუანიდან (დაახლოებით 535 აშშ დოლარი) იწყება და 25 მილიონ იუანამდე (დაახლოებით 360 ათასი აშშ დოლარი) ადის.

კუნძული ბენგჩუი ლიაონინის პროვინციაში. ფოტო: Alamy

კუნძულების ღირებულება მათ ადგილმდებარეობაზე, სამრეწველო პერსპექტივაზე, ეკოლოგიურ ფაქტორებსა და მოიჯარეთა მიზნებზეა დამოკიდებული. ისინი დანიშნულების მიხედვით 6 კატეგორიად იყოფა. თითოეულის გამოყენება ტურისტული, გასართობი, სატრანსპორტო, თავდაცვითი, თევზსარეწი და სამეურნეო საქმიანობისთვისაა შესაძლებელი. აქედან ყველაზე დიდი პოპულარობით პირველი ორი სარგებლობს.

ნახეთ: ამ იტალიურ ქალაქში სახლის ყიდვას 1 ევროდ შეძლებთ

ჩინური საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ფასის განსაზღვრის ამგვარი სტანდარტი უფრო გარემოს დაცვასა და რესურსების გონივრულ მოხმარებას ემსახურება, ვიდრე ეკონომიკურ განვითარებას. კუნძულები იჯარით მხოლოდ იმ პირებზე გაიცემა, რომლებიც დადგენილი რეგულაციების თანახმად, შესაბამის ორგანოებს საკუთარ პროექტებსა და გეგმებს წარუდგენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები